რაიან გიგზის თქმით, დი მარიას მწვრთნელის დახმარება არ სჭირდება.
მადრიდის "რეალიდან" გადმოსვლის შემდეგ დი მარიას ანგარიშზე სამი გოლი ირიცხება.
გიგზი კი მიიჩნევს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ნიჭი მწვრთნელის დამატებით დახმარებას არ საჭიროებს. "მასთან ბევრი მუშაობა არ გჭირდება."
"ანხელი არის ფეხბურთელი, რომელიც თავისუფალი სულის პატრონია. ის საჯარიმოდან საჯარიმომდე ძალიან სწრაფად ჩადის და გოლების გატანის გარდა საგოლე მომენტებსაც ქმნის."
"დი მარია ხალხს სკამიდან წამოდგომას აიძულებს და ეს მაკვირვებს. ის არის ფეხბურთელი, რომლის ყურებაც გიყვარს." - განაცხადა გიგზმა.