ბლინდის ვიზიტი ტიტულების ოთახიდან დაიწყო, სადაც მას მეგზურობა დევიდ სტოუელმა გაუწია.
"ვიცოდი, რომ "იუნაიტედის" უამრავი რამ ჰქონდა მოგებული და სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ რა მოიგო კლუბმა წარსულში." - განაცხადა ბლინდმა.
პირველი გუნდის მოთამაშეების დერეფნის შემდეგ ბლინდი ლეგენდების სექციაში შევიდა, რასაც მაისურების ოთახი მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთმა მაისურმა ბლინდის გემოვნება ვერ დააკმაყოფილა. თუ გაინტერესებთ რომელი იყო ეს, იხილეთ ვიდეო.