საფრანგეთის ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, სასომხეთში, მატჩის ბოლო მოედანზე ერთი იღბლიანი ბიჭი შეიჭრა. ის ბედნიერი ჩანდა, რადგან იცოდა რომელიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელისგან სამახსოვრო ნივთი ერგებოდა.
ბიჭუნა ჯიუტად გაემართა "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის, პოგ პოგბას მიმართ, რომელიც ახლა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. "ამ მაისურს ჩემი ოთახის კედელზე ჩამოვკიდებ." - ფიქრობდა ბავშვი. მაგრამ პოგბამ ზრილობიანი უარი მიუგო, რადგან მაისურს უკვე სხვა ფეხბურთელს შეჰპირდა.
მოულოდნელად პოგბამ თვალებგაფართოვებულ და ბედნიერ ბავშვს საკუთარი შორტები შესთავაზა. "არა, არა მადლობ."- ბავშვმა უარი თქვა შორტებზე და მალე გაეცალა პოლს.
დასკვნა ? პოგბას ალბათ ძალიან სუნიანი შორტები სცმია.