თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2014, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 10
რიო ფერდინანდი რუნის შესახებ
რიოს აზრით რუნი ახალ დონეს მიაღწევს.
რიო ფერდინანდი რუნის შესახებ
"იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაური უეინ რუნის კარიერის ახალ ეტაპზე აიყვანს.

ეს არის რიო ფერდინანდის ხედვა, მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის ინგლისელმა "ვესტ ჰემთან" მატჩში სრულიად არასაჭირო წითელი ბარათი მიიღო და უკვე ჩატარებული ერთი თამაშის გარდა კიდევ ორ შეხვედრას გამოტოვებს.

მიმდინარე კვირას უეინ რუნი ნაკრებში თამაშობდა და ევრო-2016 შესარჩევ ორივე მატჩში "უემბლიზე" სან-მარინოს, ხოლო ტალინში ესტონეთის ნაკრებს გაუტანა თითო გოლი. თუმცა, რუნი ლუი ვან გაალის გუნდს ჯერ კიდევ არ დაუბრუნდება და "ვესტ ბრომვიჩთან" გასვლით, ხოლო "ჩელსისთან" საშინაო შეხვედრებს გამოტოვებს.

2014/15 წლების სეზონში რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაური ნემანია ვიდიჩის წასვლის, ხოლო ნაკრების კაპიტნის სამკლაური სტივენ ჯერარდის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარა.

რუნი ჯერ კიდევ ექცევა კრიტიკის ქვეშ უამრავი გაფუჭებული მომენტის გამო, მაგრამ ფერდინანდი თვლის, რომ უეინი ახალ დონეს მიაღწევს.

"უეინის მიღწევები გვაჩვენებს, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაურს იმსახურებს."- განაცხადა რიომ.

ინგლისელი ფორვარდი სანაკრებო და საკლუბო დონეზე რეკორდების დამყარებას ცდილობს.

"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირთა სიაში რუნი დენის ლოუსა და ბობი ჩარლტონის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. პირველ მათგანთან 19 ბურთიანი, ხოლო მეორესთან კი 31 ბურთიანი ჩამორჩენა აქვს. "სამ ლომთა" რიგებში კი რუნი საუკეთესო ბომბარდირთა სიის მეოთხე ადგილს იკავებს და ჯიმი გრივზს, გარი ლინეკერსა და ბობი ჩარლტონს ჩამორჩება.

იმისათვის, რომ ერთპიროვნული ლიდერი გახდეს, რუნის მხოლოდ 7 გოლი ესაჭიროება.

"უეინს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს მისაღწევი და კაპიტნობა მას მიზნის სწრაფად მიღწევაში დაეხმარება."

"მას ეს სწორედ ახლა სჭირდებოდა. ვიცი, რას ნიშნავს კლუბში იმდენად დიდხანს ყოფნა, როგორც უეინია და ისიც მესმის, რომ დამატებითი ბიძგი გჭირდება. მიმაჩნია, რომ მომდევნო წლებში მას სწორედ კაპიტნობა სჭირდებოდა."

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრებისა და ისეთი დიდი კლუბის კაპიტნობა, როგორიც "იუნაიტედია." ვიცი რასაც ნიშნავს ეს. ვიცი, რას გმატებს ეს, როგორც ადამიანს და როგორი პასუხისმგებლობის გრძნობით დააბიჯებ მოედანზე."

"როცა მე ვთამაშობდი ნაკრებში სწორედ მსგავსი გრძნობა მეუფლებოდა. სიამოვნებას ვიღებდი ამისგან. ეს პასუხისმგებლობის გრძნობას გმატებს. ვამაყობდი ამით. კაპიტნობა მხოლოდ წაადგება იმას, რასაც რუნი აკეთებს. ვფიქრობ, ისიც იამაყებს და თავისი კარიერის საუკეთესო წლებს გვაჩვენებს."

"როცა მოედანზე გადიხარ და ხედავ, თუ როგორ მღერიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები შენი და კლუბის სახელს, გრძნობ, რომ ეს რაღაც განსხვავებულია. ასეა ნაკრებშიც. ეს უდიდესი სტიმულია შენთვის."

"უეინს კი ახლა სწორედ სტიმული სჭირდება. როცა, სადმე 10 წელიწადს ატარებ ისე, როგორც ეს უიენმა "ოლდ ტრაფორდზე" გააკეთა და როცა 100-ჯერ ირგებ ინგლისის ნაკრების მაისურს, რაღაც გჭირდება, რაც დამატებით მოტივაციას შეგძენს. ეს გჭირდება არა იმიტომ, რომ გახვიდე და ფეხბურთი ითამაშო, რადგან ეს ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო საქმეა, არამედ გჭირდება იმისთვის, რომ ახალ დონეს მიაღწიო."

"ის წარმატებული ფეხბურთელია და ბევრი რამ მოიგო, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს მოსაგები და მისაღწევი. ვფიქრობ, კლუბის და ნაკრების კაპიტნობა მას დამატებით ბიძგს მისცემს და ყველაფერს მიაღწევს."
- დაამატა რიომ.

წყარო: MEN
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 ოქტომბერი 2014 10:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დიდს არაფერს ამბობს და ძირითადად ერთნაირ რამეს ამბობს, მაგრამ რუნის იმედი სწორედ ამ საკითხში მაქვს და მიხარია, რომ ფერდიც იმას ფიქრობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
15 ოქტომბერი 2014 10:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
შარშან რო შეგეხედა ჩარლტონის რეკორდისთვის, ცოტა საკამათო თემა იყო მოხსნიდა თუ არა რუნი ამ რეკორდს, მაგრამ ეხლა რო ვუყურებ მაქსიმუმ ორი სეზონი დასჭირდეს. 31 გოლის გატანა არ უნდა იყოს ძნელი საქმე რუნისთვის. სანაკრებო რეკორდს რაც შეეხება 7 გოლია და იმედია ევრო 2016 დაწყებამდე თუ არა შუა ჩემპიონატის დროს მოხსნის. მართლაც სამაგალითო კაპიტანია, მომწონს რომ ისევ ვერ ეგუება წაგებას და ისევ დაგეშილი დარბის მოედანზე, პროდუქტიულობას რომ მოუმატოს ცოტა უკეთესი იქნება, მაგრამ ყველა მომენტში ყველგან ვერ გაჩნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: ლადო
15 ოქტომბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კაპიტან love
0
№4
ავტორი: DiMaria
15 ოქტომბერი 2014 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წელს სასწაულ თამაშს ველოდებით რუნისგან და ვნახოთ. წინა წლებათან შედარებით ახლა უფრო ახლოს იდგება კართან და უფრო მეტი შანსიც ექნება გოლის გატანის
0
№5
ავტორი: VaRdo
15 ოქტომბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სანაკრებო და საკლუბო რეკორდებს მოხსნის. მინიმუმ 4-5 წელი კიდე იქნება რუნი აქ და 4 წელში თუ რუნიმ 6 გოლი ვერ გაიტანა ნაკრებში საღოლ და კლუბში კიდე საშვალოდ7 გოლი 38 შეხვედრაში. 999% მოხსნილია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Count Alucard
15 ოქტომბერი 2014 13:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რამდენს გამოტოვებს რუნი რა ამბავია, კიდე 2 კვირა ვერ ვნახავთ კაპიტანს გუნდში areyoukiddingme
0
№7
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2014 14:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეასე მატჩი ინგლისის ნაკრებში და ჩარლტონის რეკორდებამდე რაღა უკლია, ამას დამატებული ნაკრების და კლუბის კაპიტნობა

ამაზე დიდი სტიმული რა გინდა, მარა შრეკისგან უფრო მეტს ველი. დღეს რა ფეხბურთსაც აჩვენებს ეგ სხვა დონე არაა და არც ის რუნია რომელსაც მიჩვეულები ვართ
0
№8
ავტორი: AkkRed
15 ოქტომბერი 2014 16:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნის მგონი ეს სჭირდებოდა ახლა დამუხტულია და ამის აფეთქვას ცოტა უკლია და ისევ ის იქნება რო ყველაფერს იზამ მოგებისთვის ეხლა ცოტა დასტოინად არი ცოტა ხანში ისევ გამხეცდება love
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 ოქტომბერი 2014 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ვეთანხმები რიოს და მეც მჯერა რო შრეკს ყველაფერი საუკთესო ჯერ კიდე წინ აქვს. acute2
0
№10
ავტორი: Mufc7
16 ოქტომბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომდევნო 2-3 წელს ველი რუნის კარიერის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top