თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2014, 21:31
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1795,
კომენტარები: 8
კოული: დი მარიაში გადახდილი თანხა გამართლებულია
ენდი კოული გაკვირვებულია ანხელ დი მარიას საოცარი სტარტით "მანჩესტერ იუნაიტედში".
კოული: დი მარიაში გადახდილი თანხა გამართლებულია
ენდი კოული გაკვირვებულია ანხელ დი მარიას საოცარი სტარტით "მანჩესტერ იუნაიტედში".

"წითლების" ყოფილმა თავდამსხმელმა გაიხსენა მისი მეწყვილე დუაით იორკი, რომელმაც არგენტინელის მსგავსად შესანიშნავად დაიწყო კარიერა "ოლდ ტრაფორდზე". ასევე მან განაცხადა, რომ ვინგერში გადახდილი 59.7 მილიონი ფუნტი გამართლებულია, რადგან მან შესანიშნავად მოახერხა "პრემიერ ლიგაში" ადაპტირება.

დი მარიამ შეძლო "მანჩესტერულ" კარიერაში მესამე გოლის გატანა "ევერტონის" წინააღმდეგ და მოიპოვა "იუნაიტედის" თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

"სიმართლე რომ ვთქვა, ერთადერთი ადამიანი რომელმაც ასე შესანიშნავად დაიწყო კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" დუაით იორკია." - განუცხადა კოულმა ManUtd.com-ს. "როგორც მახსოვს მან ორი გოლი გაიტანა სადებიუტო მატჩში და კიდევ ერთი გაიტანა შემდეგ მატჩში."

კოული დი მარიას მსგავსად 1995 წელს სარეკორდო თანხად იქნა შეძენილი, ამიტომ მას დაუსვეს კითხვა, ავლენს თუ არა ეს ფაქტი ფეხბურთელზე დიდ გავლენას.

"შენ ამ გამოწვევას იღებ, ეჩვევი და შემდეგ სიამოვნებას იღებ ამ ზეწოლით" - განაცხადა თავდამსხმელმა. "მან შესანიშნავად ითამაშა და ყველას იმედი ჩაუსახა. ასე ხდება როდესაც შენში ასეთ თანხას იხდიან, ყველა ელოდება რაღაც განსაკუთრებულს, სწორედ ამას აკეთებს ახლა ის."

"ვფიქრობ, როდესაც ისეთ დიდ გუნდში მოდიხარ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ყოველთვის გრძნობ რაღაც წნეხს, თუმცა აქამდე ანხელი კიდევ ერთ შესანიშნავ კლუბში, "მადრიდის რეალში" თამაშობდა."


"ის მიჩვეულია იმას, რომ მას ყოველთვის აკვირდებიან კამერები, შეიძლება ითქვა მიკროსკოპებიც კი, თუმცა ამ სტარტის შემდეგ მას არანაირი პრობლემა არ ექნება, რადგან ის ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია."

დი მარია შეუერთდა იმ ფეხბურთელების მცირე რიცხვს, რომელშიც ასტრონომიული თანხებია გადახდილი, კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილთან ერთად. თუმცა კოული თვლის, რომ ეს თანხა უკვე აღარ წარმოადგენს გარჩევის საგანს.

"მასში გადახდილი თანხა არ არის გადაჭარბებული" - დაამატა ინგლისის ნაკრების ყოფილმა წევრმა. "საოცარი რამ ასეთ ფეხბურთელებში არის ის, რომ ისინი ამ გამოწვევას პირდაპირ იღებენ. ისინი აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოითხოვენ. დი მარია ჯერ-ჯერობით საოცრად ასრულებს თავის სამუშაოს."

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2014 21:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კლუბს გაძლიერება სჭირდებოდა და რა თანხაც არ უნდა დამჯდარიყო ი მარია უნდა გვეყიდა. ესეტი ფეხბურთელის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებლოდა. ძაან მაგარი სტარტი ჰქონდა და კიდევ უფრო მოუმატებს
0
№2
ავტორი: MANUTD FAN.
14 ოქტომბერი 2014 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
გუნდს უეჭველი ჭირდებოდა ერთი კარგი გამწვავებელი და ამ შემთხვევაში დი მარია ყველაზე კარგი ვარიანტი იყო და რაც არ უნდა დამჯდარიყო ეს უეჭველი უნდა გვეყიდა და რაც გავაკეთეთ კიდეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№3
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2014 23:54
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დი მარიასგან უფრო მეტსაც ველი. ეს არაა მისი მაქსიმუმი. ნელა_ნელა შეეჩვევა გუნდს კიდევ უფრო და გაშინაურდება კიდევაც. 3 გოლი 3 საგოლე გადაცემა. ჯერ სად ხართ love დიმკაააააააააააააააააააა გენაცვალე. ერერასთან ერთად სასწაული დუეტი გვყავს ნახევარზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Macklemore
15 ოქტომბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაგარია დიმკა. ყველა მოქმედებაზე ეტყობა უმაღლესი კლასის იგროკი როა და ძალიან მაგარი შენაძენია.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
15 ოქტომბერი 2014 09:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ ყველაფერი არ უჩვენებია და წინ უფრო მეტ საოცრებებს დაგვახვედრებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ლადო
15 ოქტომბერი 2014 10:39
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა და კიდევ მოუმატებს ეს აი ნახეთ
0
№7
ავტორი: AkkRed
15 ოქტომბერი 2014 16:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ეხლა რო დაუკვირდე რა სიმპათიური ფეხბურთელები გყვავს :დდ ეს შრეკი ჯონსი იანგი ვალენსია სმოლინგი :დდ
0
№8
ავტორი: red devil
16 ოქტომბერი 2014 07:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს მახინჯი ყოველთვის მაგრად მევასებოდა. ერთხელ მანჩესტერის ფანი მიმტკიცებდა გინდა თუ არა ნანი ჯობია დიმკასო. გამოჩნდა ახლა ვინ ვის ჯობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top