მადრიდის "რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა დაადასტურა, რომ 2011 წელს ის მართლაც ახლოს იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან.
რამდენიმე დღის წინ ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, რომელიც 2011 წელს მადრიდულ კლუბს თავკაცობდა აღიარა, რომ ზინედინ ზიდანსა და მას "იუნაიტედისთვის" ვარანის წართმევა გამოუვიდათ.
მოურინიოს განცხადებით, ვარანს ერთი ნაბიჯი აშორებდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლამდე, რასაც ფრანგი მცველი არ უარყოფს, თუმცა ტრანსფერის ჩაშლის მიზეზად ფილ ჯონსს ასახელებს, რომელიც "იუნაიტედმა" "ბლექბერნიდან" შეიძინა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" იმჟამად ფილ ჯონსი შეიძინა ჩემს პოზიციაზე."
"მე "პსჟ"-სგანაც მქონდა ვარიანტი, მაგრამ მათი პროექტი საბოლოოდ ცნობილი არ იყო. ყატარელები ახლახანს იყვნენ გამოჩენილები და ყველაფერი გაურკვეველი იყო."
"როცა ჩემი შეძენა "რეალს" სურდა, ჩემი პირველი რეაქცია გახლდათ: "რა თქმა უნდა გადავალ." გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც გავიგე, რომ მწვრთნელს ჩემი აყვანა პირველ გუნდში უნდოდა." - განაცხადა ვარანმა.