მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ანხელ დი მარიას გაყიდვის მიზეზი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ დი მარიასთან კონტრაქტის პირობები ვერ შეთანხმდა, "რეალი" იძულებული შეიქნა დი მარია გაეყიდა.
არგენტინელი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრება 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ გახდა და მას შემდეგ მის ანგარიშზე სამ გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემაც ჩაირიცხა.
ანჩელოტი კი აცხადებს, რომ გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის გაყიდვის მიზეზი აუცილებლობიდან გამომდინარე გახლდათ. "დი მარია? მე კლუბთან მოლაპარაკება მქონდა. ხანხადან კლუბმა უნდა თქვას "არა". პოლიტიკას ერთი ფეხბურთელის გამო ვერ შეცვლი."
"დი მარიას დიდძალი თანხა სჭირდებოდა და წასვლა ამჯობინა, რათა ის მიეღო. კლუბს არ შეეძლო იმ ფულის გადახდა, რასაც ითხოვდა. ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ მე ვარ მწვრთნელი, მე ვწვრთნი არა ფეხბურთელებს, არამედ კლუბს."
"ალონსოს შემთხვევაში სხვა ისტორიაა - მან გვთხოვა, რომ გაგვეშვა. დაიღალა და მისდამი პატივისცემის გამო გადავწყვიტეთ გაგვეყიდა. თანაც ჩვენ კროოსისა და როდრიგესის ვარიანტიც გვქონდა. ალონსოს არ უღალატია ჩვენთვის." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.