თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2014, 08:57
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2527,
კომენტარები: 15
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ
სერ ალექსის ვრცელი ინტერვიუ MUTV-სთან
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ
- როგორი გამოდგა ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ?
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პერიოდში ის არის, რომ აქტიურობა შევინარჩუნე. ერთდროულად ბევრ საქმეში ვარ ჩართული. ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყოველთვის მსურდა. ცოტას ვმოგზაურობ, სიამოვნებით ვუყურებ გუნდის თამაშებს. ეს ჩემთვის საინტერესოა.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი განახლებული ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებ?
განახლებულ ნაწილში ძირითადად ის პერსონაჟები არიან, ვისთან ერთადაც კარიერის დასრულების შემდეგ ვატარებ დროს. ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე ვიყავი და იქ ფანტასტიკური დრო გავატარე. საინტერესო კიდევ ის არის, რომ პენსიაზე გასვლიდან რამდენიმე თვეში მე და ჩემი ცოლი დასასვენებლად წავედით. ცხოვრებაში პირველად დავისვენე დეკემბრის თვეში. არ ვგულისხმობ მხოლოდ "იუნაიტედში" ან "აბერდინში" გატარებულ დროს, მთელ ჩემს ცხოვრებას ვგულისხმობ. ვიჯექი აბუ დაბის სასტუმროში და ცოლს ვეუბნებოდი, "ახლა წესით კარინგტონზე უნდა ვიყო!".

- ძველი პოზიციების დაბრუნება "იუნაიტედის" მთავარი მიზანია. აქვს გუნდს იმის შესაძლებლობა რომ ამ მიზანს მიაღწიოს?
დიახ, "ვან გაალმა ძალიან ბევრი ცვლილება განახორციელა და ეს ალბათ სწორიცაა. ალბათ სწორია დაფის გასუფთავება და საკუთარი გუნდის აშენება, რადგან მას საკმარისი გამოცდილება და რეპუტაცია აქვს. ვფიქრობ გზა, რომელიც მან აირჩია, ბრწყინვალეა".
ის ჯერ-ჯერობით ვერ იღებს იმ შედეგებს, რომლებსაც ყველა ველით, მაგრამ როცა კლუბში მოვედი, ჩემთვისაც იშვიათობა იყო მოსალოდნელი შედეგების მიღება. მაშინ სერ ბობი ჩარლტონი და მარტინ ედვარდსი გვერდში დამიდგნენ, მაშინ, როცა კლუბისგან დიდი ზეწოლა მოდიოდა. ამ მხარდაჭერის შედეგად კლუბში დავმკვიდრდი და ყველაფერი დალაგდა. ლუიც ამავე პროცესშია და მას თანადგომა სჭირდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ამ პრობლემას გადაჭრის.

- საინტერესოა, რა ურთიერთობა გქონდათ ვან გაალთან წარსულში?
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ

ლუის ყოველთვის კარგად ვეწყობოდი. პირველად 1998 წელს შევხვდი, როცა "ბარსელონასთან" ერთად მოვხვდით ჯგუფში. მან მკითხა, როგორ ვუმკლავდებოდი პრესას, მე კი რამდენიმე რჩევა მივეცი. ის ჟურნალისტებს ყოველთვის განსხვავებულად უდგებოდა. მას ვურჩიე, რომ გაზეთები საერთოდ არ წაეკითხა და მათი კრიტიკით გული არ აეცრუებინა, თუმცა ლუის საკუთარი ხერხები ჰქონდა. მისი პრესკონფერენციის ყურება ყოველთვის ძალიან საინტერესოა. ის კითხვებს გულწრფელად პასუხობს, რაც საინტერესო საყურებელს ხდის.

- რამდენად რთული იყო კარიერის შემდეგ გრაფიკის შეცვლა და დილის 5:30-ის ნაცვლად მოგვიანებით გაღვიძება?
საინტერესო კითხვაა. გასულ ღამეს 3 საათზე მომიწია გაღვიძება, ტელევიზორს ერთი საათით ვუყურე და ძილს დავუბრუნდი. 6 საათზე უკვე აღარ ვდგები. დაახლოებით რვაზე, რვის ნახევარზე ვიღვიძებ, ჩემს ველოსიპედზე ვვარჯიშობ და შემდეგ ქეითისთან ერთად ვსაუზმობ - აქამდე მას ჩემთან ერთად თითქმის არასდროს უსაუზმია. ის 27 წლის მანძილზე ჩემი ასისტენტი იყო, მანაც ჩემთან ერთად დაასრულა კარიერა. საოცარია, ჩვენ ჯერ კიდევ ვიღებთ წერილებს მთელი მსოფლიოდან ავტოგრაფების მოთხოვნით.

- წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
ის ოქტომბერში გამოქვეყნდება. მოუთმენლად ველოდები ამ დღეს, პრეზენტაცია ჯიმი ნესბიტთან ერთად იქნება, ის ძალიან დამეხმარა წიგნის შედგენასა და რეალიზაციაში.

- არსებობს ადგილი სადაც ვერ გცნობენ?
ნამდვილად არ არის. ნიუ იორკში ხშირად დავდივარ, იქ ESPN და Fox ტელევიზიები მაუწყებლობენ. რთულია მათ დაემალო. ისინი "იუნაიტედს" აშუქებენ, ამიტომ ნიუ იორკში ძნელია გარეთ გახვიდე და ვინმემ ვერ გიცნოს.

- უეფასთან აქტიურად თანამშრომლობთ...
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ

მე მწვრთნელთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და მატჩის შეფასება მევალება. თუ მწვრთნელებს სურთ რაიმე შეიცვალოს, შეუძლიათ ჩვენს კომიტეტს მომართონ და მათი წინადადებები განიხილება. წლების განმავლობაში ეს კომიტეტი კარგად მუშაობს. პლატინი კარგი პიროვნებაა, ის ყველას უსმენს. ის ფეხბურთელი იყო, რაც პრობლემის გააზრებაში ეხმარება. წელს ათი ახალი მწვრთნელი მივიღეთ, რაც ძალიან კარგია.

ჩემი მიზანია ამ კომიტეტში ახალგაზრდა მწვრთნელები გააქტიურდნენ. ჟოზე მოურინიო, არსენ ვენგერი, კართლო ანჩელოტი - ყველა გამოცდილი მწვრთნელი აქ არის, მაგრამ მინდა მათთან ერთად ახალგაზრდებმაც შეიტანონ საქმეში წვლილი, გვინდა მათ მოვუსმინოთ.

ჩემი მწვრთნელობის განმავლობაში არასოდეს ვიხედებოდი უკან და არასდროს ვიხსენებდი კლუბის მიღწევებს. ვფიქრობ, ამის გაკეთება საჭირო არ იყო. ამ გხით ხვალინდელ დღეს უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევდი. მოვიგე ტიტული? ამას მნიშვნელოვა არ ჰქონდა, ეს უკვე წარსულს ეკუთვნოდა. ვაპირებ ხვალაც მოვიგო? ეს უკვე საჭირო კითხვაა.

რა თქმა უნდა, მენატრება "კარინგტონი", გუნდი, სამწვრთნელო შტაბი, ძველი სულისკვეთება. დილის შეხვედრები და ასობით განხილული საკითხები ვიდეო ანალიზის ყურების ფონზე. იქ ფანტასტიკური დრო გავატარე, იღბლიანი ვარ.

როცა კლუბში ამდენ დროს გაატარებ, იქაურობას ძალიან ეჩვევი, ზედმეტადაც კი. მატჩებს ყოველთვის ვერა, მაგრამ ხშირად ვესწრები. მაინტერესებს რას ფიქრობენ გულშემატკივრები გუნდზე, უკვე მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. გრაფიკი დატვირთული მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა მატჩებს ყოველთვის დავესწრები.

- როგორია გულშემატკივრის როლში ყოფნა?
"გავბრაზდი, როცა გასულ წელს "ლივერპულთან" დავმარცხდით. "მანჩესტერ სიტისთან" და "ლივერპულთან" მარცხი შენი ყველაზე დიდი ტკივილია. ისინი არიან გუნდები, რომელთა დამარცხებას მუდმივად ვესწრაფვით და ვინც მუდამ წინ გვეღობება. უფრო მეტად "ლივერპული" რა თქმა უნდა."

"თამაშებს გაყინული სახით ვუყურებ. ვცდილობ ემოციები არ გამოვამჟღავნო, სანამ გოლს არ გავიტანთ. გოლის გატანას კი ყოველთვის აღვნიშნავ, ახლა, როცა დირექტორი ვარ, გოლს მაინც აღვნიშნავ. ყოველთვის ფიქრობ, რომ კამერები გიყურებს და ასე ხშირად ხდება. მედია ჩემი გამოჭერის შანსს არ უშვებს ხელიდან"

- თქვენი აზრით, რამდენად რაციონალურად დახარჯა კლუბმა თანხა გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე?
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ

"ვფიქრობ, როცა აღმოაჩენ ასეთი დონის ფეხბურთელს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება, კლუბს აქვს რესურსი ტრანსფერის გასახორციელებლად. მათ გუნდში მსოფლიო კლასის ფეხბურთელები მოიყვანეს. როცა მწვრთნელს "მანჩესტერ იუნაიტედში" ხარისხის გაუმჯობესება სურს, საუკეთესო მოთამაშეებს ყიდულობს, კლუბს კი ამის უნარი აქვს. გუნდი თავიდან შენდება.

ლუკ შოუს შეძენა ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვცადეთ, როცა ის 16 წლის იყო. "საუთჰემპტონმა" უარით გვიპასუხა, მაგრამ შეგვპირდა, რომ თუ შოუს გაყიდვას დააპირებდნენ, პირველად ჩვენს წინადადებას განიხილავდნენ. რა თქმა უნდა, ედ ვუდვორდმა ამაზე იზრუნა და შეთანხმებას მიაღწია. ის ნიჭიერი ბიჭია, კარგი მოთამაშე, რომელსაც შეტევებში ჩართვა მოსწონს.

ანდერ ერერამ ჩვენს წინააღმდეგ 3 წლის წინ ითამაშა ევროპის ლიგაზე. სიმართლე გითხრათ, მათთან თამაში "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან გაგვიჭირდა. ანდერი ნიჭიერი ფეხბურთელია, მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ჩვენი სკაუტები. "იუნაიტედმა" მისი შეძენა წინა წელს სცადა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის ათლეტური, აგრესიული და მოძრავი მოთამაშეა.

როხო, არგენტინელი ბიჭი. მას მსოფლიო ჩემპიონატზე ვუყურებდი. ჩემზე მან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება, ვფიქრობ მას ფლანგზეც თავისუფლად შეუძლია თამაში, უკან დაწეულ ვინგერადაც და ცენტრალურ მცველადაც.

ბლინდი იმ სტილის ფეხბურთელია, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება. ის ახალგაზრდა დარენ ფლეტჩერის ვარიანტია. ბლინდი პროფესიონალი მოთამაშეა, თამაშის კარგი ალღოთი. ის თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს, იცავს მცველებს, ერთვება შეტევებში...

ფალკაოს ტრანსფერი ერთ-ერთი გამორჩეულია. მას ფანტასტიკური საგოლე უნარი აქვს. რადამელს ტრავმა ჰქონდა და ვფიქრობ, კლუბი სწორად მოიქცა, როცა ის იჯარის წესით შეიძინა.

ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ ვან გაალმა შვიდ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა დებიუტის შანსი. ეს ფაქტი კლუბის ტრადიციებიდან გამომდინარე სასიამოვნოა. ვფიქრობ, გულშემატკივრები ბრწყინვალენი არიან, როცა დებიუტანტ მოთამაშეებს ამხნევებენ. თუ ახალგაზრდას დროულად არ მისცემ შანსს, მას ადვილად დაკარგავ. "იუნაიტედისთვის" საამაყოა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით ინგლისში მოთამაშე 90-მა ფეხბურთელმა ჩვენს აკადემიაში დაიწყო კარიერა. ეს ჩვენი ახალგაზრდული სისტემის ეფექტურობაზე მიუთითებს.

- გაქვთ იმედი, რომ ვან გაალი აკადემიის ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას გააგრძელებს?
ვფიქრობ, ეს ზუსტად ისაა, რისიც ვან გაალს სჯერა. საუკეთესო მაგალით "აიაქსში" მოგებული ევროპული ტურნირის ტიტულია, გუნდი აკადემიის ფეხბურთელებით იყო აშენებული - ედვინ ვან დერ სარი, ედგარ დევიდის, პატრიკ კლუივერტი და ბევრი სხვა - ყველა მათგანი "აიაქსში" გაიზარდა.

- ხშირად გაქვთ თქვენ და ლუის დიალოგი?
დიალოგი იშვიათად გვაქვს. ხანდახან თამაშის შემდეგ ჩემთან მოდის და ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენ ტელეფონით ან რამე მსგავსით არ ვეხმიანებით ერთმანეთს. ის ძალიან მიზანდასახული პიროვნებაა, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ძლიერი სპეციალისტია. მან იცის სად უნდა მიპოვოს თუ დავჭირდები, მაგრამ ჯერ იმდენად საჭირო არ გავმხდარვარ, რომ ტელეფონით შემხმიანებოდა.

- რამდენად სასიამოვნო გრძნობაა, როცა 11 ბავშვის ბაბუა ხართ?
ინტერვიუ ფერგიუსონთან: ცხოვრება მწვრთნელობის შემდეგ

ეს საოცარია, ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი რაიდერის ჩემპიონატზე (გოლფი) გამოვიდა. ერთს 15 წელი ახლა შეუსრულდა, ორი უნივერსიტეტში სწავლობს, ისინი იზრდებიან და საკუთარ კოლეჯებს ირჩევენ. მათით ძალიან ვამაყობ.

- ცდილობთ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას?
დილაობით ველოსიპედით ვვარჯიშობ. დღეს დილით საათ-ნახევრის განმავლობაში ვასრულებდი ნორმას. ვფიქრობ, ეს საკმარისია.

- გაიხსენეთ წარსული, რომელია გამორჩეული მატჩი თქვენი კარიერიდან?
99 წლის ფინალი საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში. მხოლოდ იმიტომ არა, რომ სენსაციურად მოვიგეთ. ამ დღეს გუნდის ხასიათი და პრინციპები გამოვავლინეთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი საქმეების კეთებას განვაგძობ. შემდეგი წლის პირველი ნახევარი უკვე დაგეგმილი მაქვს. ახლო მომავალში მნიშვნელოვან თემებზე ვაპირებ სიტყვით გამოსვლას, ვმუშაობ უეფაში, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაში, ვმუშაობ "იუნაიტედში". პრობლემა ის არის, რომ პენსიაზეც კი დასასვენებლად დრო არ მრჩება, მაგრამ ნამდვილად მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.

წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
14 ოქტომბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემიიი ბაბუუც იყავი რა :лове: იამაყებ ჩემით :рецоурсе:
- გაიხსენეთ წარსული, რომელია გამორჩეული მატჩი თქვენი კარიერიდან?
99 წლის ფინალი საუკეთესო მომენტია ჩემს კარიერაში. მხოლოდ იმიტომ არა, რომ სენსაციურად მოვიგეთ. ამ დღეს გუნდის ხასიათი და პრინციპები გამოვავლინეთ.
[hide][/hide]
საუკეთესო ხარ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2014 17:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცხოვრებაში პირველად დავისვენე დეკემბრის თვეში

რა დღეში გვყავდა კაცი wink

11 შვილიშვილი ჰყავს, რო მოინდომოს ამათაც მოაგებინებს პრემიერ ლიგას ან ლიგას. ვან გაალი ახალგაზრდებთან ასეთი დამოკიდებულებიტ რომაა მეც ამიტომ უფრო გამიხარდა მაგის მოსვლა. ტრადიციებს არ უნდა ვუიღალატოთ დ აძველებურად გავაგრძელოთ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
14 ოქტომბერი 2014 18:13
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ამგარია ჯუბო, ყოჩაღ. ფერგიუსონის აზრების თუ თეორიების კითხვა მუდამ მიყვარდა და არც ერთ შანსს არ ვუშვებ ხელიდან მასთან გასაცნობად. ძალიან მაგარი იყო.

შემდეგი წლის პირველი ნახევარი უკვე დაგეგმილი მაქვს


მაგაზე რამდენს იფიქრებდი აზრზე ვარ. ისედაც რამდენი საქმით ერთად არის დაკავებული და არ ისვენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
14 ოქტომბერი 2014 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მადლობა ავტორო :* საინტერესო იყო
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 ოქტომბერი 2014 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვკითხულობდი სტატიას და არ მინდოდა დასრულებულიყო, რამის ცრემლებიც მომადგა...

შენ 11 ბავშვის კი არა, ყველა მანჩესტერელის ბაბუა ხარ love
0
№6
ავტორი: Count Alucard
14 ოქტომბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აკადემიას რაც შეეხება მე არ მესმის ბლეკეტს რატომ არ იძახებენ 21 წლამდელებში მაინც. დაბალი დონის გუნდშია? ცუდად თამაშობს? რავი მე თუ მკითხავთ ერთერთ ამხანაგურში ძირითად ნაკრებშიც უნდა მისცეს შანსი როიმ.
0
№7
ავტორი: m-an-united
14 ოქტომბერი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
მადლობა ავტორს love
ბაბუუუ N1 ხარ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№8
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2014 23:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
შენ გენაცვალე ფერგიიი love მარტო იმიტომ ხარ დასაფასებელი, რომ წყეული ლივერპული დააამხე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Macklemore
15 ოქტომბერი 2014 01:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საროლ ჯუბო! საინტერესო იყო. ფერგი გენაა!! <3
0
№10
ავტორი: chudikone
15 ოქტომბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
როგორ მომნატრებია ფერგი love იმედია წლების შემდეგ რაღაც გამონაკლისი მოხდება და სულ ერთხელ მაინც ისევ დაჯდები მწვრთვნელის სკამზე და მატჩის მიწურულს, როგორც იცოდი ხოლმე თითით საათზე მიუთითებ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top