"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავს გულშემატკივრის როლში გრძნობს, როცა მატჩებს უყურებს.
"გუნდს სხვადასხვა პერსპექტივით ვუყურებ და ეს ძალიან საინტერესოა."
"უნდა ვთქვა, რომ მიყვარს გუნდის ყურება. ისე ფიქრობ, როგორც გულშემატკივარი. აი სწორედ ასე ვგრძნობ თავს ამჟამად."
"გავბრაზდი, როცა გასულ წელს "ლივერპულთან" დავმარცხდით. "მანჩესტერ სიტისთან" და "ლივერპულთან" მარცხი შენი ყველაზე დიდი ტკივილია. ისინი არიან გუნდები, რომელთა დამარცხებას მუდმივად ვესწრაფვით და ვინც მუდამ წინ გვეღობება. უფრო მეტად "ლივერპული" რა თქმა უნდა."
"თამაშებს გაყინული სახით ვუყურებ. ვცდილობ ემოციები არ გამოვამჟღავნო, სანამ გოლს არ გავიტანთ. გოლის გატანას კი ყოველთვის აღვნიშნავ, ახლა, როცა დირექტორი ვარ, გოლს მაინც აღვნიშნავ. ყოველთვის ფიქრობ, რომ კამერები გიყურებს და ასე ხშირად ხდება. მედია ჩემი გამოჭერის შანსს არ უშვებს ხელიდან"
ვან გაალი საშინაო მატჩის შემდეგ ფერგიუსონს შეხვდა, თუმცა მათ შორის ხშირი კონტაქტი არ არის.
"დიალოგი იშვიათად გვაქვს."
"ხანდახან თამაშის შემდეგ ჩემთან მოდის და ვსაუბრობთ. თუმცა ჩვენ ტელეფონით ან რამე მსგავსით არ ვეხმიანებით ერთმანეთს. ის ძალიან მიზანდასახული პიროვნებაა, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ძლიერი სპეციალისტია. მან იცის სად უნდა მიპოვოს თუ დავჭირდები, მაგრამ ჯერ იმდენად საჭირო არ გავმხდარვარ, რომ ტელეფონით შემხმიანებოდა."
"მისი პრეს-კონფერენციების ყურება ძალიან საინტერესოა. ის ძალიან, ძალიან გულწრფელია თავის პრეს-კონფერენციებზე. ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს გაუმკლავდება."