თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2014, 11:13
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2260,
კომენტარები: 5
რუნი საზეიმო მატჩისთვის ემზადება
დიდი ალბათობით, ნოემბერში უეინ რუნი მეასე მატჩს ჩაატარებს ინგლისის ნაკრების მაისურით.
რუნი საზეიმო მატჩისთვის ემზადება
სამი მუნდიალის, ორი ევროპის ჩემპიონატის და 43 განატილი გოლის შემდეგ, 28 წლის ფორვარდი მომდევნო თვეში 8 შესანიშნავ ფეხბურთელს შეუერთდება სარეკორდო მაჩვენებლებით.

მისი მეასე მატჩით, უეინ რუნის გვარს ისეთი ფეხბურთელების გვერდით წაიკითხავთ, როგორიცაა ბობი მური, დევიდ ბექჰემი და სერ ბობი ჩარლტონი. ეს იქნება მატჩი სლოვენიის წინააღმდეგ, სადაც "შრეკი" საიუბილეო მეასე მატჩს გამართავს სამ ლომის მაისურით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდს სანაკრებო დებიუტი 12 წლის წინ ჰქონდა, როდესაც მისი ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა ამხანაგურ მატჩში. ახლა კი რუნი 29 წლის ხდება თვის ბოლოს და აცხადებს: "მე მაშინაც კი არ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა, როდესაც პირველად გამომიძახეს ნაკრებში."

"მაგრამ ბოლო ორი თუ სამის წლის განმავლობაში, როდესაც ჩემი მატჩები 70ს, 80ს, და 90ს გადასცდა, უკვე ვიცოდი რომ ოდესღაც ეს დღე დადგებოდა. ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემი მეასე მატჩის ჩატარება ნაკრების მაისურით და იმედი მაქვს კიდევ მრავალჯერ მოვირებ სამი ლომის მაისურს. ვფიქრობ ყველაზე ახალგაზრდა ვიქნები ვინც ეს გააკეთა, მაგრამ ამასთანავე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ჩემთვის."

100 მატჩის იუბილეს უეინ რუნი უემბლიზე აღნიშნავს, როდესაც მწვანე მინდორზე საკუთარ ვაჟებთან, კაისთან და კლეისთან ერთად გამოვა.

"ეს უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ ყოფილიყო მატჩი შოტლანიის წინააღმდეგ, სელტიკ პარკზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ინგლისისთვის მეასე მატჩს ატარებ. ჩემი ორივე ბიჭი ჩემთან ერთად გამოვლენ მინდორზე, ასე ვფიქრობ."

რუნიმ არც ბობი ჩარლტონის რეკორდის მოხსნაზე დაიშურა სიტყვები. მას მხოლოდ და მხოლოდ 6 გოლი აშორებს ლეგენდარული ბობის რეკორდამდე და შესაძლოა გადაასწროს კიდეც მას. "გულწრფელად რომ ვთქვა, რაც უფრო ვუახლოვდები ამ რეკორდს, უფრო მეტად ვფიქრობ მასზე. მე ძლიერი ოპტიმისტი ვარ და მგონია რომ ეს მალე მოხდება."

ინგლისის ნაკრების თავკაცმა, როი ჰოჯსონმაც არ დატოვა უკომენტაროდ მოსალოდნელი ფაქტი და საკუთარი ნაკრების კაპიტანს მორიგი სიტყვები მიუძღვნა: "ჩემთვის 100 მატჩის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან სამი ლომის მაისურის მორგებაში უამრავი ფეხბურთელი გეცილება და კონკურენციას, რომელსაც შენ განიცდი, უბრალოდ წარმოუდგენლად დიდია. წლების მანძილზე ის უზადოდ დიდ სამუშაოს ასრულებს და ამან ბევრი რამ ასწავლა მას. ის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს ინგლისის ნაკრებისთვის." - დაასრულა ჰოჯსონმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 ოქტომბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ეს უფრო სასიამოვნო იქნებოდა, რომ ყოფილიყო მატჩი შოტლანიის წინააღმდეგ


გაგიცვლით ჯგუფს არ გინდა? იქნებ მაქ მაინც მოვახერხოთ რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
14 ოქტომბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენს შრეკს ეს წელი ყველაზე დიადი წლად ეთვლება მანჩესტერის და ინგლისის კაპიტნობა ინგლისის გოლეადორობა ნაკრებში და ჩეპიონატშიც უახლოვდება love
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 ოქტომბერი 2014 13:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემი ორივე ბიჭი ჩემთან ერთად გამოვლენ მინდორზე


წესიერი სახელები დაარქვი ბავშვებს შე თავგასიებულო
0
№4
ავტორი: DiMaria
14 ოქტომბერი 2014 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გიორგი,
wink
0
№5
ავტორი: MANUTD FAN.
14 ოქტომბერი 2014 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ვაა საღოლ რუნის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top