"მანჩესტერ იუნაიტედი" ცდილობდა სათამაშო ფორმის საზურგე ნაწილზე დამატებითი სპონსორის ლოგო დაეტანა, რაზეც პრემიერ-ლიგის დანარჩენმა 19 კლუბმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
The Times-ის ცნობით პრემიერ-ლიგის კლუბების სხდომაზე დღის წესრიგში დადგა მოცემული საკითხი, რომელსაც ხმის მიცემის საშუალებით მხარი არც ერთმა სხვა კლუბმა არ დაუჭირა.
პრემიერ ლიგის წესების მიხედვით სათამაშო მაისურზე დამატებიტი ლოგოტიპების ტარების უფლება კლუბებს არ აქვთ. სათასო შეხვედრებში შეიძლება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სურათის ზომა არ აღემატება 100 კვ. სმ-ს.
მსგავსი შეზღუდვების საფუძველზე პრემიერ ლიგა ცდილობს თავიდან აირიდოს "ფორმულა ერთში" არსებული შემთხვევა, რომლის მიხედვითაც "ფორმულა 1"-ს ყველა პილოტის უნიფორმა მთლიანად ლოგოებით არის დაფარული.
"იუნაიტედი" უარს აცხადებს მოცემულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას.