2013/14 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა, თუმცა კლას 92-ს მონაწილეობამ გულშემატკივარს აკადემია დამთავრებული ფეხბურთელების გმირობების ნოსტალგია გაუღვიძა, რომელიც ჯერ კიდევ განუმეორებელია.
დენი უელბეკის "არსენალში" გაყიდვამ კრიტიკის ტალღები წარმოშვა. გარი ნევილმა, ბრაიან რობსონა და მაიკ ფელანმა "იუნაიტედი" ინდივიდუალურობის დაკარგვაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც კლუბის აღზრდილი მტრების ბანაკში გაუშვეს.
თუმცა, კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ "იუნაიტედში" ჯერ კიდევ არ მიუვიწყიათ ახალგაზრდა ნიჭიერების აღზრდა. გასულ კვირას "ვესტ ჰემთან" გამართული მატჩი ზედიზედ 3077-ე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც აკადემიის აღზრდილი ერთი ფეხბურთელი მაინც იღებდა მონაწილეობას.
ისე ჩანდა, თითქოს მილიონიანი ტრანსფერების გამო აკადემიის ფებხურთელებს "იუნაიტედის" პირველ გუნდში ადგილის მოპოვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ ტრავმების ეპიდემიამ ლუი ვან გაალი აიძულა იმაზე ადრე მიემართა მათთვის, ვიდრე ველოდით. ამ ბიჭებს ალბათ ისევ იხილავთ მოედანზე.
ტაილერ ბლეკეტიჯერ-ჯერობით ყველაზე ცნობადი სახეა მანკუნიანურ ახალგაზრდობაში. მიმდინარე სეზონში 443 წუთის თამაში მოახერხა. მანჩესტერში მცხოვრებმა უკვე განაცხადა საკუთარ თავზე, როგორც ვან გაალის გეგმების ერთ-ერთ მთავარ ნაწილზე. მისი შესაძლებლობები იდეალურად ესადაგება მწვრთნელს, რომელიც თავის ფილოსიფიას ყველაფერზე წინ აყენებს.
ვან გაალს უყვარს მცველები, რომელთაც ბურთთან მოპყრობა იციან და ამჯობინებს დაცვის ცენტრში ცაცია და მარჯვენა ფეხით მოთამაშე ერთად ჰყავდეს. ასეთი უნარის გამო მარკოს როხომ მიიპყრო ვან გაალის ყურადღება და ბლეკეტსაც წაადგება.
22 წლის მცველი მაშინვე ჩართეს ბრძოლაში და "სუონსის" წინააღმდეგ პირველივე შეხვედრაში ათამაშეს.
გასულ წელს "ბირმინგემში" განათხოვრების შემდეგ, სადაც "შეფილ უენსდისთან" მატჩში 24 წუთის შემდეგ შეცვალეს, ბლეკეტი "იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე, კარინგტონზე დაბრუნდა, რათა დამატებითი ვარჯიშების საშუალებით სრულყოფილება მოეხდინა - ეს იყო სიბეჯითე, რომელიც ვან გაალს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ბურთთან მოპყრობის მისი უნარიც ფაქტია: პასების სიზუსტის 97,9% "ქპრ"-სთან მატჩში (სულ 97 პასი), რაც სეზონის საუკეთესო შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი იყო "იუნაიტედის" ფეხბურთელებს შორის.
ასეთი სტატისტიკა რა თქმა უნდა წაადგება მწვრთნელს. კარგი მარცხენა, ბურთით დამაჯერებელი თამაში, კარგი ფიზიკური მონაცემები - ვან გაალის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარული ადგილი მხოლოდ დროის საკითხია. ჩაგდებული მატჩი, რომელშიც ბლეკეტმა "ლესტერთან" წითელი ბარათი მიიღო და პენალტი მოუპოვა მოწინააღმდეგეს, მისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
წარმატების შანსი: 4/5ტომ ტორპიუეინ რუნის ცუდმა დისციპლინამ, რომელიც მან "ვესტ ჰემთან" მატჩში გამოავლინა და რის გამოც წითელი ბარათი დაიმსახურა, გულშემატკივართა უმრავლესობაში დაბადა კითხვა: "არის კი მერსეისაიდელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" ღირსეული კაპიტანი? თუმცა, საკმარისია "იუნაიტედის" შემადგენლობას გადახედოთ და მაშინვე შეამჩნევთ, რომ არ არსებობს სხვა ფეხბურთელი, რომელიც რუნის ლიდერისთვის დამახასიათებელი ხასიათით გაუტოლდება. ტომ ტორპის სახით "იუნაიტედს" კიდევ ერთი ფეხბურთელი ეზრდება, რომელიც ლიდერობისთვისაა დაბადებული.
21 წლის ბიჭს საამაყო ნამდვილად აქვს. ის "იუნაიტედის" 18 წლამდელთა გუნდის კაპიტანი იყო, სწორედ იმ გუნდის, რომელშიც პოლ პოგბა ირიცხებოდა და რომელმაც 2011 წელს ახალგაზრდული თასი მოიგო. სამკლაურის ტარება 21 წალმდეთა გუნდში გააგრძელა, რომელიც 2012/13 წლების სეზონის აღმოჩენად იქცა.
საერთაშორისო არენაზე მისი წარმატებები ასევე შთამბეჭდავია. ტორპმა 17 წლამდელთა გუნდი ევროპის ჩემპიონობამდე მიიყვანა, 2012 წელს კი 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გავიდა.
ავტორიტეტისა და ქარიზმის მქონე ტორპი იდეალური მეწყვილე იქნება ბლეკეტისთვის, რომელთან ერთად ადრეც უთამაშია. დროთა განმავლობაში მათმა დუეტმა "იუნაიტედის" დაცვაში შეიძლება კედელი ააშენოს.
ტორპის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ვან გაალმა შესაძლოა ყური უგდოს გულშემატკივართა მოწოდებას და გამოცდილი მცველი შეიძინოს. ტორპი უკვე 21 წლისაა, თუ მას "იუნაიტედში" თავის გამოჩენა უწერია, ეს მალევე მოხდება.
წარმატების შანსი: 3/5ანდრეას პერეირა"იუნაიტედის" ქომაგთა ნაწილი ჯერ კიდევ ვერ პატიობს სერ ალექსს, რომ მან ასე მარტივად გაუშვა პოლ პოგბა, რომელიც ახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია თავის პოზიციაზე.
მაგრამ, "იუნაიტედს" ამჟამად ჰყავს კიდევ ერთი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც გიჟური გოლების გატანა შეუძლია და რომლის კონტრაქტი იწურება.
იანუზაისა და პერეირას შედარება ზედმეტად მიმზიდველია იმისთვის, რომ ცალ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. ორივე მათგანს უყვარს სისწრაფის ხარჯზე მცველის მოტყუება, ორივე ბელგიაში დაიბადა და ორივე მათგანმა მოასწრო თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში რამდენიმე გასაოცარი გოლის გატანა. პერეირამ საკუთარ თავზე გასულ წელს 21 წლამდელთა გუნდში გატანილი რამდენიმე გოლით განაცხადა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 25 იარდიდან "ლივერპულის" კარში მის მიერ გატანილმა გოლმა.
ჯერ-ჯერობით პერეირა მხოლოდ სათადარიგოთა სკამამდე აღწევს, თუმცა 18 წლის ფეხბურთელის დებიუტი "მკ დონსთან" შედგა, რომელიც "იუნაიტედისთვის" საშინლად დასრულდა. ნიჭს, რომელსაც პერეირა ფლობს მხოლოდ დრო სჭირდება "წითელი ეშმაკების" მაისურით გამოჩენისთვის. შემტევ პოზიციაზე კონკურენცია მოცდის აუცილებლობას გვიჩვენებს.
წარმატების შანსი: 2/5პედი მაკნეირიმაკნეირისთვის დებიუტი წარმატებული გამოდგა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრის მიწურულს "ვესტ ჰემის" ზეწოლას არ დანებდა. ბევრისდა გასაკვირად ჩრდილოირლანდიელი ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. ახლა კი მისი მიზანი ვან გაალის თვალთახედვის არეში დარჩენაა.
კარლტონ კოულის დარტყმის შემდეგ, მან დროულად გამოიტანა კარიდან ბურთი და ამ ეპიზოდმა თამაშის კითხვის უნარი გვაჩვენა.
პედი "იუნაიტედში" 2011 წელს "ათიანის" პოზიციაზე გამოჩნდა. მას რეკომენდაცია იმავე სკაუტებმა მისცეს, ვინც დარონ გიბსონსა და ჯონი ევანსს. ნელა, მაგრამ დამაჯერებლად იწევდა მაკნეირი უკან და 21 წლამდელთა გუნდში ან ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა, ან დაცვის ცენტრში.
ევანსის მსგავსად, მაკნეირის ძლიერი მხარე "ხანძრის ჩაქრობა" და ბურთის საჯარიმოდან დროულად გამოტანა გახლავთ. "ვესტ ჰემთან" მატჩში პედი სულ 68-ჯერ შეეხო ბურთს და ძირითადად ან მოედნის ფარგლებს გარეთ აგდებდა მას, ან წინ აკეთებდა პასს, რათა საჯარიმოში არსებული მდგომარეობა განემუხტა. დაძაბულ მომენტებში ასეთი სტილის ფეხბურთელი ძალიან სასარგებლოა.
ბლეკეტისა და ტორპისგან განსხვავებით მაკნეირი ბურთით დამაჯერებლად ვერ თამაშობს და მის მოშორებას ამჯობინებს. თუ კი ვან გაალი "ძველი სკოლის" უნარების გამოსწორებას ვერ მაოხერხებს, მაკნეირს თავისი ნიჭის გამოვლენა სხვაგან მოუწევს.
წარმატების შანსი: 2/5ჯეიმს უილსონიდესერტი. ხავიერ ერნანდესისა და დენი უელბეკის გაშვების მთავარ მიზეზად ვან გაალს უილსონის პროგრესი და მისი საგოლე გმირობები ესახებოდა.
რაიან გიგზის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც "ჰალ სიტისთან" მატჩში უელსელმა 18 წლის ბიჭი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა მრავალი ადამიანი გააკვირვა. მაგრამ მან, ვისაც გიგზმა "ბომბარდირად დაბადებული" უწოდა ორი გოლი გაიტანა და "იუნაიტედს" 3:1 გაამაჯრვებინა.
როგორც უელბეკი, სისწრაფეს უილსონიც ფლობს და ინგლისის 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი მცველებს შორისაც მოხერხებულად ძვრება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 178 სანტიმეტრის სიმაღლისაა.
უილსონმა გულშემატკივარს საკუთარი თავი მანჩესტერის ახალგაზრდულ თასზე აგვისტოში შეახსენა, როცა "სიტის" ოთხი გოლი გაუტანა. ერთ-ერთი გოლის დროს მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, შემდეგ მასთან ერთად "სიტის" საჯარიმოში შევიდა და ბურთი კარის ბადეში გაახვია - ასეთი სანახაობა "იუნაიტედის" ნებისმიერ ქომაგს აღაფრთოვანებს.
უილსონის სახით "იუნაიტედს" ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც არაფრის ეშინია და უდიდეს ენერგიას ფლობს, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია შეცვალოს მრავალმილიონიანი ღირებულების ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ძირითადში ადგილისთვის იბრძვის. რობინ ვან პერსი ბერდება, რადამელ ფალკაოს მომავალი ამ სეზონის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რუნი კი ხშირად იწევს მოედნის სიღრმეში, ასე რომ მათ, ვისაც ულბეკის წასვლა ეწყინა, შეუძლიათ პერსპექტიული ახალგაზრდის იმედი იქონიონ, რომელიც ასევე აკადემიის აღზრდილია.
წარმატების შანსი: 4/5
წყარო:
fourfourtwo