ლუი ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრების მცველის, რონი ვლაარის შეძენას გეგმავს.
29 წლის ვლაარი "ვილა პარკის" მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიაში არ შედის და მისი მოქმედი კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულს იწურება.
მცველის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ სადავეები მათ ხელშია, რის გამოც ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოითხოვენ.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ "იუნაიტედის" გარდა ვლაარის სამსახურით "საუთჰემპტონიც" ინტერესდებოდა, მაგრამ ვლაარმა კლუბში დარჩენა ამჯობინა.
როგორც მოსალოდნელია, ჰოლანდიელ მცველს "ასტონ ვილაში" უკეთესი კონტრაქტის იმედი აქვს, რისი ვერ მიღების შემთხვევაშიც იგი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე სავარაუდოდ კლუბს დატოვებს.