უინსტონ რიდი შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ.
უთანხმოების გამო, "ვესტ ჰემმა" შესაძლოა თავისი ცენტრალური მცველი, უინსტონ რიდი ზამთარში გაყიდოს, რომელიც პრემიერ ლიგის წამყვანი კლუბების ყურადღების ცენტრშია.
Goal.com- ის ინფორმაციით, 26 წლის ახალი ზელანდიელით, "ლივერპული". "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებიან.
"ჩაქუჩებმა" უკვე შესთავაზეს რიდს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის იქნება "Upton Park"-ზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, მაგრამ მან დარჩენაზე უარი განაცხადა.
"ვესტ ჰემი" თავის მხრივ, შესაძლებლობას გამოიყენებს და მოთამაშეს ზამთარშივე გაყიდის, რადგან უინსტონი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბს ტოვებს.
არსებული ინფორმაციით ვან გაალს ძალიან მოსწონს უინსტონის ფიზიკური მონაცემები და თუ კი ის ამ ზამთარს შეთანხმებას ვერ მიაღწევს ანხელო ოგბონას ტრანსფერზე, მაშინ ჰოლანდიელი რიდზე შეაჩერებს არჩევანს.
წყარო:
fapl.ru