დიდი შანსია იმისა, რომ მაიკლ კერიკმა მონაწილეობა მიიღოს ორშაბათს გასამართ მატჩში "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ.
33 წლის კერიკს დიდი დრო გაუცდა ტრავმის გამო და ალბათ, სწორედ ამიტომ არ განიხილა ლუი ვან გაალმაც კერიკის კანდიდატურა, როგორც ვიცე კაპიტანი.
სანაკრებო პაუზამ საშუალება მისცა მაიკლს, რომ გუნდელებს უფრო კარგად შეჩვეოდა. როგორც Daily Mail გვამცნობს, "იუნაიტედი" მიმდინარე კვირაში აპირებს ამხანაგური მატჩის გამართვას დახურულ სივრცეში, რადგან ვეტერანი უკეთესად შეეჩვიოს გუნდს. ამ მატჩში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ასევე ფილ ჯონსმაც, რომელსაც რამდენიმე კვირა გაუცდა.