ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
დღეს აუსტრიიდან გწერთ სანამ მანჩესტერში დავბრუნდები. ძალიან კარგი ვარჯიშის შემდეგ უქმეებზე დასვენების უფლება მომცეს და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თუ კი ოჯახსა და მეგობრებს ვეწვეოდი. მართალიც აღმოვჩნდი. სახლში დაბრუნება ყოველთვის დიდებულია...
მხოლოდ რამდენიმე საათი გავატარე აქ, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ფეხბურთს მოსწყდე, მეგობრებთან ერთად დაისვენო და ამ ბუნებრივი სამოთხით ისიამოვნო, რომელსაც აუსტრია ჰქვია. შემოდგომის სეზონი მიმზიდველია. ირგვლივ სულ ფერადი ხეები და ლამაზი მიწებია. თანაც ამ კვირას წვიმს. გარდა ამისა ბებია-ბაბუას ვეწვიე, რაც ძალიან ძვირფასია, როცა სახლიდან მოშორებით იმყოფები.
რომელიღაც თქვენგანმა მკითხა, თუ რას ვაკეთებდი პირველად, როცა აუსტრიაში ჩავდიოდი. როგორც ალბათ იფიქრეთ, თვითმფრინავის დატოვებისთანავე ჩემთვის საყვარელ ხალხთან მივდივარ. ხანდახან არ ვეუბნები, რომ ჩასვლას ვაპირებ და სიურპრიზს ვუკეთებ. მიყვარს მათი რეაქციისა და ბედნიერი სახეების დანახვა. ისინი საუკეთესონი არიან. ასევე ჩემს მუდმივ მეგობრებს ვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქიდან შორს ცხოვრობენ. მაგრამ ვცდილობთ ერთმანეთი ხშირად ვნახოთ: აუსტრიაში, მადრიდში, მანჩესტერში...
სახლში დაბრუნება ენერგიით მავსებს და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მოშორებული ვარ მას. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ. ამჟამად მანჩესტერში დასაბრუნებელ გზაზე ვიმყოფები და მოუთმენლად ველოდები "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრას, რომელიც ორშაბათს გაიმართება. დარწმუნებული ვარ კარგად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის.
ხუანი
წყარო:
manutd.com