"არსენალისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯეკ უილშერმა აღნიშნა ის ფაქტი, რომ რუნის ძალიან ძლიერი ლიდერის ფუნქციები აქვს.
ნაკრებიდან ეშლი კოულის, სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის წასვლის შემდეგ, სწორედ რუნი გახდა ინგლისელების კაპიტანი, რომლესაც სულ მალე შეუსრულდება 29 წელი. უილშერი კმაყოფილია იმით, რომ უეინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებს მოედანზე.
"ის დაბადებულია ლიდერად. ახლა უეინი ერთადერთია გუნდში, რომელსაც ათი წელი აქვს გატარებული ეროვნულ ნაკრებში. თუ გაინტერესებთ, ის მამასავითაა ჩვენთვის. ის ყველას მხარს გვიჭერს, გვაერთიანებს და მოგვიწოდებს წინსვლისკენ." - აცხადებს ჯეკ უილშერი ESPN-თან.