"ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთვარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა როი კინის კრიტიკას უპასუხა, რომელიც სინაზეში სდებდა ბრალს.
The Sun-თან ინტერვიუში, "ასტონ ვილას" მწვრთნელის თანაშემწემ როი კინმა განაცხადა, რომ რედნაპი ძალიან რბილია მოთამაშეების მიმართ და ეს არის მიზეზი "ქპრს" ცუდი სტარტისა.
"ზოგიერთი მწვრთნელი ძალიან მეგობრულია მოთამაშეების მიმართ და მაგალითი ჰარი რედნაპია. ის მოთამაშეებს ეუბნება: ბიჭებო, გააკეთეთ რაც გსურთ, თქვენ სამი დღე თავისუფლები ხართ" - განაცხადა კინმა.
რედნაპმა, რომლის გუნდიც ბოლო ადგილზე იმყოფება დააჩქარა პასუხის გაცემა, მისი აზრით როის არ აქვს უფლება, რომ მას რამე ასწავლოს.
"მე ვფიქრობ, რომ როის არ აქვს უფლება განიხილის ესა თუ ის მწვრთნელი. მან არ იცის მე როგორ ვმუშაობ, რადგან მე ის არასდროს გამიწვრთნია, ახლა კი ის საუბრობს ჩემზე ზურგს უკან.
"მე არ მინდა განვიხილო მისი სამუშაო სტილი. ის აკეთებს იმას რაც სურს და ეს მხოლოდ მისი საქმეა. მე მომწონს როი, მაგრამ ის რასაც ამბობს სისულელეა. არაფერი მაქვს დასამტკიცებელი, რადგან ჩემი სამწვრთნელო კარიერა სამ ათწლეულს ითვლის" - განაცხადა რედნაპმა.