თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3005,
კომენტარები: 14
რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება
ვინ არის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი
რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება
უეინ რუნისთვის მნიშვნელოვანი დღეები დადგა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მეათე წელს ატარებს და ლუი ვან გაალის შემტევ ფეხბურთში საჭირო ფიგურაა. ქროქსეტის "ქუჩის ბიჭი" ახლა ინგლისის ნაკრების კაპიტანია. მიუხედავად ამისა, უეინ რუნი ბოლო კვირების განმავლობაში ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების დაპირისპირების საგანი ხდება.

მრავალი ექსპერტი ცდილობს რუნის მიღწევების ანალიზირებას და იმის გარკვევას, გამოუვიდა თუ არა ინგლისელს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა. "ოლდ ტრაფორდზე" მცირე ხნის წინ გამართულ შეხვედრაში მაყურებელი რუნის ცუდ და კარგ მხარეს იხილავდა: "ვესტ ჰემის" კარში გატანილ გოლს სტიუარტ დაუნინგზე აღებული უხეში ჯარიმა მოჰყვა.

თავის დონესთან დაკავშირებულ ეჭვებს თავად რუნიც ბადებს. The Telegraph-ის ჟურნალისტმა, ჯონათან ნორტკროფტმა მცირე ხნის წინ აღებულ ინტერვიუში რუნის ჰკითხა, გამოუვიდა თუ არა იმის მიღწევა, რასაც მისგან 2002 წლის შემდეგ ელოდნენ. რუნიმ, რომელსაც მალე 29 წელი შეუსრულდება უპასუხა: "მიმაჩნია, რომ როგორც ფეხბურთელი სრულყოფილებას ჯერ კიდევ განვიცდი. მომდევნო წლების განმავლობაში სულ სხვა მხრივ დამინახავთ."

"მომდევნო ორი-სამი წელი ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იქნება. ამ კლუბში თამაშის ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. დანამდვილებით ვიცი, რისი კეთება მსურს მოედანზე და ვგრძნობ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ ყველაფერთან გასამკლავებლად."

მას ესმის, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით უკვე ახალგაზრდა არ არის. იმავე ინტერვიუში რუნიმ გაიხსენა ალან შირერი, რომელმაც კარიერის მიწურულს 150 გოლის გატანა მოახერხა.

ბობისთვის გადასწრება

თუ კი რუნის არ გამოუვა, რეკორდების წიგნში ბევრი შესწორების გაკეთება იქნება საჭირო. "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე (249 გოლი) რუნის მხოლოდ 30 გოლი აშორებს, საერთაშორისო არენაზე კი უფრო ნაკლები. ინგლისის ნაკრებში ბობიმ 106 მატჩში 1958 წლიდან 1970 წლის ჩათვლით 49 გოლის გატანა მოახერხა. რუნიმ 92 მატჩში უკვე მოახერხა 42 გოლის გატანა. მას ესმის, რომ ამ რეკორდის დამხობას შეძლებს.

"იდიოტი უნდა ვიყო რომ სერ ბობის რეკორდის დამხობაზე არ ვფიქრობდე. ეს ჩემ გეგმებში შედის. ამის გაკეთება მსურს და იმედი მაქვს შევძლებ."

"ორივე რეკორდი მრავალი წლის განმავლობაში დაუმხობელია და ბევრი ფეხბურთელი ცდილობდა მის დამხობას. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე შედეგს გავაუმჯობესებ, ამას ვგრძნობ."


თუ გავითვალისწინებთ უახლოეს მომავალში გასამართ შეხვედრებს, სრულიად შესაძლებელია, რომ რუნი წლის ბოლოს "მსუქან" რიცხვს მიუახლოვდეს. რუნის წინ უამრავი წელი აქვს ნაკრებში სათამაშოდ და ის არა მარტო დამხობას, არამედ ძლიერ გაუმჯობესებასაც შეძლებს.

რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება


როგორც ყოველთვის, როცა საქმე რუნის ეხება ყოველთვის იარსებებს საუბრები იმის თაობაზე, რომ მისი გოლები ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე სერ ბობის გოლები, რომ ამ უკანასკნელს უფრო რთული მოწინააღმდეგეები ჰყავდა, რომ ინგლისი ჩვენ დროში გაცილებით მეტ შეხვედრებს ატარებს და რა თქმა უნდა, რომ რუნიმ ვერც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა და ვერც კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე მაინც.

მაგრამ, მართებულია კი ბრალდებები? რუნის თითოეული მოძრაობა მრავალმხრივ განხილვასა და გადახედვას ექვემდებარება. ამავდროულად სერ ბობიზე გაცილებით ნაკლები ზეწოლა ხორციელდებოდა: მის დროს არ იყო Sky Sports, MUTV, არ იყო უამრავი ექსპერტი, რომლებიც "თვითერზე" განიხილავდნენ თითოეულ ნაბიჯს. სერ ბობიმ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ სახელების მხრივ იგი გაცილებით ძლიერ ნაკრებში თამაშობდა. ბოლო პერიოდის გუნდი, რომელშიც რუნი თამაშობს გაცილებით სუსტია, ვიდრე 66-ანი წლის, ან 70-ანი წლების გუნდი.

კამათის თავიდან ასარიდებლად სტატისტიკა მოვიშველიოთ. სად, როდის და რა ვითარებაში მოახერხა ბობი ჩარლტონმა 49 გოლის გატანა - აი, რა უნდა გავარკვიოთ, სანამ რუნის და მას შევადარებთ. ეს გარკვევაში დაგვეხმარება.

1) საკვალიფიკაციო თამაშები

Wayne Rooney: 43 მატჩი (24 გოლი); 1 გოლი 1.79 მატჩში
Bobby Charlton: 19 მატჩი (12 გოლი); 1 გოლი 1.58 მატჩში

საფეხბურთო ქომაგთა შორის განვითარებულია აზრი, რომლის მიხედვითაც ფიქრობენ, რომ თანამედროვე სანაკრებო მატჩები - ეს ნაკლებმნიშვნელოვან მატჩთა მთელი რიგია, რომელიც მხოლოდ შემოსავლის გამოა ორგანიზებული. თუმცა, წარსულში ჩატარებული მატჩების რაოდენობა თითქმის არ განსხვავდება თანამედროვეობისგან. 1963 წელს და 2011 წელს ინგლისის ნაკრებმა თამაშების ერთნაირი რაოდენობა ჩაატარა - 9-9.

შეიცვალა მხოლოდ თამაშების მნიშვნელოვანება. მაგალითში მოყვანილი ორივე წელი სერიოზული მატჩების გარეშე გაილია. 1963 წელს ინგლისმა 8 ამხანაგური და მხოლოდ ერთი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის წინააღმდეგ. 2011 წელს კი ინგლისმა 5 საკვალიფიკაციო თამაში და 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

დასკვნა: ინგლისი ახლა უფრო მეტ შეხვედრას ატარებს, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება და რუნიმ ასეთი მატჩების უმრავლესობაში მიიღო მონაწილეობა. მან ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი თავი და საშუალოდ ერთი გოლი გაჰქონდა 1.79 მატჩში. ჩარლტონმა უფრო კარგი მაჩვენებლით დაასრულა კარიერა: ერთი გოლი 1.58 მატჩში.

დეტალურად: ჩარლტონმა საკვალიფიკაციო მატჩებში 1710 წუთი გაატარა, რუნიმ კი 3354. ჩარლტონს ყოველ 142.5 წუთში გაჰქონდა გოლი, რუნის კი ყოველ 145.8 შეხვედრაში გააქვს. სხვაობა ძალიან მცირეა.

საინტერესო შენიშვნა: 1966 წლიდან 1968 წლამდე დიდი ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატი გუნდებს ევროპის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ამიტომაც ის 6 თამაში, რომელიც ჩარლტონმა ჩაატარა, საკვალიფიკაციოდ ითვლება. ამ 6 შეხვედრაში მან 3 გოლი გაიტანა.

რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება

ჩარლტონი 1965 წელს შოტლანდიის კარში გატანილ გოლს ზეიმობს


ვერდიქტი: ერთ თამაშში გატანილი გოლებისა და წუთების მიხედვით გატანილი გოლების სტატისტიკა რუნის შედეგს აჭარბებს. რუნის სათამაშო დრო აკლდა ადრეული შეცვლების გამო (ან წითელი ბარათის გამო, როგორც ჩერნოგორიასთან), ამიტომაც მან მხოლოდ 3354 წუთი ითამაშა შესაძლო 3780 წუთიდან (89%), მას ეს დრო აკლდა შედეგის გაუმჯობესებამდე.

2) ამხანაგური მატჩები


Wayne Rooney: 38 მატჩი (12 გოლი); 1 გოლი 3.16 მატჩში
Bobby Charlton: 71 მატჩი (32 გოლი); 1 გოლი 2.21 მატჩში


1958 წლიდან 1970 წლამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში ჩარლტონმა მართლაც დიდებულად წარმოაჩინა თავი და თავისი გოლების თითქმის 75% გაიტანა. თუმცა საინტერესო ფაქტი აქ მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობაა.

რატომ? ჩარლტონმა ნამდვილად მეტი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ვიდრე რუნიმ, მაგრამ ამას გარდა იგი ჩვეულებრივ შეუცვლელი იყო (მაშინ ამხანაგურ შეხვედრებში ცვლილებების რაოდენობა შეზღუდული იყო) და კარიერის მიწურულს მხოლოდ ერთხელ შეცვალეს.

რუნიმ, რომელიც შეუზღუდავი შეცვლების ეპოქაში თამაშობს, მოედანზე შესაძლო 3420 წუთის ნაცვლად 2649 წუთი დაჰყო, პლუს-მინუს დამატებითი დრო. ეს კი ხელიდან გაშვებული 8,6 მატჩია. გამოდის, რომ რუნიმ მონაწილეობა მიიღო არა 38 მატჩში, არამედ 29.4 მატჩში, ასე რომ საშუალოდ 2.45 თამაშში 1 გოლი გააქვს. ამხანაგური შეხვედრების რაოდენობის შემცირების გათვალისწინებით საეჭვოა, რომ რუნიმ სანაკრებო კარიერის ბოლოს 71 მატჩიან ნიშნულს მიაღწიოს.

ჩარლტონმა კი შესაძლოა 6390 წუთიდან 6330 წუთი ითამაშა (99%), რაც მის მაჩვენებელს თავისთავად ხსნის. მის მიერ გატანილი გოლების მნიშვნელობაც საკამათოა. მან სამ-სამი გოლი გაიტანა აშშ-ს (8-1, 1959), მექსიკისა (8-0, 1961) და შვეიცარიის (8-1, 1963) ნაკრებების წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ რუნიმ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა ინგლისის ნაკრებში ჰეთ-ტრიკის გაფორმება, მაგრამ ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენს დროში ნაკლებად არიან სუსტი მოწინააღმდეგეები.

რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება

2009 წელს სლოვაკეთის კარში გატანილი გოლი


ვერდიქტი: ძალიან რთული საკითხია. რა თქმა უნდა ჩარლტონს თითო შეხვედრაში გატანილი გოლების მიხედვით უკეთესი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ის თითქმის თითოეულ შეხვედრაში 90 წუთს თამაშობდა. თანაც ის თავს იჩენდა არც თუ სერიოზული გუნდების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ რუნის კარიერაში ინგლისის ნაკრების მიერ ამხანაგურ შეხვედრებში მოპოვებული უდიდესი გამარჯვება იამაიკის ნაკრების წინააღმდეგ (6-0) იქნა მოპოვებული. თუმცა რუნიმ იმ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

საერთო ჯამში, დღევანდელი ამხანაგური მატჩები ნაკლებად მიმდინარეობს ცალ კარში. სუსტი გუნდები სავსე სტადიონს ვერ გვახვედრებენ. ბოლო წლის განმავლობაში ან ცოტა ადრე ინგლისი ისეთ ნაკრებებს ეთამაშა, როგორიც ეკვადორი, ჰონდურასი, გერმანია, ჩილე და ბრაზილია არიან. საეჭვოა აქ 8-0 ან 10-1 მოგება შეიძლებოდეს.

3) ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადიები

Wayne Rooney: 6 მატჩი (5 გოლი); 1 გოლი 1.2 მატჩში
Bobby Charlton: 2 მატჩი (1 გოლი); 1 გოლი 2 მატჩში


ეს იქნება ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ისტორია.

რუნიმ საკუთარი თავი ევრო-2004-ზე წარმოაჩინა, როცა ოთხ თამაშში 4 გოლი გაიტანა. შვეიცარიის კარში მის მიერ გატანილმა გოლმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად აქცია, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა (თუმცა რეკორდმა მხოლოდ 4 დღეს გასტანა, რადგან იოჰან ვონლანტენმაც მოახერხა გოლის გატანა). იმ დრომდე, სანამ რუნი ტრავმას მიიღებდა ის და მისი ნაკრები პორტუგალიაში შეუჩერებელნი იყვნენ.

ეს რუნის სანაკრებო კარიერის საუკეთესო ნაწილია. სტივ მაკლარენის ხელმძღვანელობის ქვეშ "სამმა ლომმა" ევრო-2008-ზე მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა და მას შემდეგ რუნიმ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო ევროპულ პირველობაზე. ეს მოხდა 2012 წელს, როცა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ რუნიმ უკრაინის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა. მომდევნო რაუნდში თავისი პენალტი გამოიყენა იტალიის ნაკრებთანაც, მაგრამ ეს არ ითვლება.

ჩარლტონის ერთადერთი გოლი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე იქნა გატანილი. ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები იუგოსლავიამ გამოაგდო. ამ შეხვედრაში ჩარლტონმა ბურთი ხარიხას გაარტყა. თავისი 46-ე გოლი ჩარლტონმა სსრკ-ს ნაკრებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გაუტანა.

ორივეს, რუნის და ბობის შეუძლიათ გადახედონ თავის შედეგებს და საკუთარ თავს ჰკითხონ, რა მოხდებოდა მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო?

რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება

ევრო 2004-ზე რუნი ყველას დაამახსოვრდა


ვერდიქტი: რუნი აქ უშანსოდ იმარჯვებს. მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მომდევნო ორ შეხვედრაში კი კიდევ 1 გოლი გაიტანა.

4) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური სტადიები

Wayne Rooney: 11 მატჩი (1 გოლი); 1 გოლი 11 მატჩში
Bobby Charlton: 14 მატჩი (4 გოლი); 1 გოლი 3.5 მატჩში


ამ კატეგორიაში საწინააღმდეგო შედეგებია. მსოფლიო ჩემპიონატი რუნისთვის საშინელი იმედგაცრუებაა. თავისი ერთადერთი გოლი რუნიმ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის გაუტანა. წინა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ან ტრავმას იშუშებდა (2006), ან ცუდ ფორმაში იმყოფებოდა (2010).

ჩარლტონმა, კი რომელსაც რუნიმ ევროპის ჩემპიონატზე აჯობა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარმოაჩინა თავი. მან 1962 წელს არგენტინას გაუტანა გოლი, 1996 წელს კი პორტუგალიასა (ორჯერ) და მექსიკას.

შესაძლოა მეტი გოლი მოწინააღმდეგეების მაღალი კლასის გამო ვერ გაიტანა. სამ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც ჩარლტონმა მიიღო მონაწილეობა, ინგლისი ორჯერ ეთამაშა ბრაზილიას (1962, 1970), ორჯერ გფრ-ს (1966, 1970), ორჯერ არგენტინას (1962, 1966) და ერთხელ პორტუგალიას (1996).

რუნისა და ჩარლტონის შედეგების შედარება

1966 წელს ბობიმ ორი გოლი გაუტანა პორტუგალიას


ვერდიქტი: უბრალოდ შეხედეთ სტატისტიკას. რუნიც დაგვეთანხმებოდა, რომ მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე მოლოდინს არ ამართლებს. ჩარლტონმა კი მსოფლიო ჩემპიონატზე მრისხანე მეტოქეებს გაუტანა გოლები. გარდა ამისა, მან მსოფლიო პირველობის მოგებაც მოახერხა.


წყარო: fourfourtwo
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
13 ოქტომბერი 2014 09:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან საინტერესო იყო...საღოლ გიო love
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ოქტომბერი 2014 12:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში მადლობა ავტორს, ასეთი სტატიის არ დაფასება არ შეიძლება. რაც შეეხება რუნის და ჩარლტონს, არავინ იძახის რომ თუ რუნი გადაასწრებს, (და მე დარწმუნებული ვარ, რო აუცილებლად გადაასწრებს) ჩარლტონზე დიდი ფეხბურთელი იქნება, ბოლოსდაბოლოს კაცი მსოფლიო ჩემპიონია. უბრალოდ ეხლა რუნი ვერ გაჩერდებოდა და ვერ იტყოდა,რო მე ჩარლტონთან შედარებით უფრო ნაკლებ მნიშვნელოვან თამაშებს ვთამაშობ და აღარ გავიტანო. ისიც გასაგებია, რომ ადრე უფრო ნაკლები თამაშები იმართებოდა ვიდრე ეხლა, მაგრამ გოლი გოლია... ასე, რომ მე პირადად ვერაფერს ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რო რუნი როგორც ნაკრებში, ასევე კლუბშიც საუკეთესო ბომაბრდირი იყოს love
0
№3
ავტორი: AkkRed
13 ოქტომბერი 2014 12:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბობი ბობია მაგრამ შეხედეთ იმ ფეხბბურთს რომელიც 50-60 წლის წინ თამაშობდენ და რომელსაც ეხლა თამაშობენ რადიკალურად სხვა კლასია ესეც ხო გასათვალისწინებელია რუნი ბობის არაფრით ჩამოუვარდება ))) თუ არ ჩავთვლით ოქროს ბურთს და მსოფლიო ჩემპიონობას wink
0
№4
ავტორი: N.Vidic
13 ოქტომბერი 2014 13:50
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 90
ბრავო ავტორ,ამიწევია სამივე ხელი good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: GeorgeBest
13 ოქტომბერი 2014 14:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ ძაან მაგარი სიახლეა good2

იმაზე დავა უაზრობაა ალბატ რომელი უფრო დიდი ფეხბურთელია ან რამე, ან ნაკრებში ვინ უფრო მეტს მიაღწია. შრეკი მოხსნის ჩარლტონის რეკორდს და ეს დამსახურებულადაც მოხდება. მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესი თამაში მართებდა მაგრამ იმედებს ისე ვერ ამართლებს როგორც საჭიროა, ამას დამატებული სუსტი ნაკრებიც
0
№6
ავტორი: Count Alucard
13 ოქტომბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მუნდიალებზე მართლა იმედები გაგვიცრუვა რუნიმ მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა და არ ღირს ფეხბურთელის ასეთი კრიტიკა.
0
№7
ავტორი: salome-rooney
13 ოქტომბერი 2014 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია იყო winked მადლობა ავტორს love დიდი სურვილი მაქვს იმის რომ რუნიმ რეკორდი მოხსნას
0
№8
ავტორი: RojoDiablo
13 ოქტომბერი 2014 19:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოკლედ ამ სტატიის მოკლე შეინაარსად მე აღვიქვამ იმას, რომ რა თქმა უნდა ბობი გაცილებით ძლიერია, მაგრამ რუნის და მისი შედარება მაინც დიდი უაზრობაა. მხოლოდ ციფრებია ეს და თითქმის არაფერს ნიშნავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Malboro463
13 ოქტომბერი 2014 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
რა ძმა My Webpage love
0
№10
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2014 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ რაც შეეხება რუნის ის მოხსნის ბობის რეკორდს მაგრამ იმაზე დავა რომელი უკეთესია მაგარი უაზრობა მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top