თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2014, 17:46
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2013,
კომენტარები: 10
რუნი გულით ისევ ქუჩის ფეხბურთელია
რუნი ინგლისის კაპიტანია, კვირაში 300 ათასს შოულობს, მაგრამ გულით ისევ ქუჩის ფეხბურთელია
რუნი გულით ისევ ქუჩის ფეხბურთელია
რუნი ინგლისის კაპიტანია, კვირაში 300 ათასს შოულობს, მაგრამ გულით ისევ ქუჩის ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ სიამოვნებით თამაშობს ლივერპულის ქუჩებში მეგობრებთან ერთად. უეინი მომდევნო თვეში ნაკრების მაისურით მეასე მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ის საფეხბურთო აკადემიაში 12 წლიდან დადის, მაგრამ თვლის, რომ აკადემიებზე მეტად მას ფეხბურთის სწავლაში ქუჩა დაეხმარა.

"ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთში ქუჩიდან მოვხვდი. მეგობრებთან ერთად იქ ხშირად ვთამაშობდი და ამას ჯერ კიდევ ვაკეთებ როცა დრო მაქვს. სწორედ აქ ვისწავლე თამაში. აკადემიაში მეხმარებოდნენ, მაგრამ ჩემი საფეხბურთო ცოდნის უმეტესი ნაწილი ქუჩიდან მოდის. ლივერპულში თავისუფალ დროს მივდივარ და მეგობრებთან ერთად ამას კიდევ სიამოვნებით ვაკეთებ.

ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ნაკრებში 100 მატჩს ჩავატარებდი. იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთხელ მაინც ვითამაშებდი ამ მაისურით. აქ თამაში ჩემთვის პრივილეგიაა, ორი შეხვედრაც და ამ მიზანს მივაღწევ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა კიდევ ბევრ მატჩში მივიღო მონაწილეობა და გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
"

უეინს ჰკითხეს, რას ეტყოდა 17 წლის რუნის დღეს.

"არ ვიცი რას ვეტყოდი. არაფერს ვნანობ, ფეხბურთში ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც შემეძლო და კარიერაში მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას ვნანობ." - დაასრულა რუნიმ.

წყარო: Mirror.co.uk
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2014 18:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთადერტი რაც სანანებელი გაქვს ის პანიკაა რაც ხელფასის გამო დაიწყე ორჯერ, დანარჩენ საკითხებში არამგონია ვინმეს რამე პრეტენზია ჰქონდეს
0
№2
ავტორი: AkkRed
12 ოქტომბერი 2014 18:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669


"არ ვიცი რას ვეტყოდი. არაფერს ვნანობ, ფეხბურთში ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც შემეძლო და კარიერაში მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას ვნანობ."
აშაკარად სოწირა love
0
№3
ავტორი: salome-rooney
12 ოქტომბერი 2014 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
მთავარი სწორედ ისაა რომ თამაში სიამოვნებას უნდა გგვრიდეს, მსიამოვნებს ამ სიტყვების წაკითხვა, მან მართლა ბერვს მიაგწია და დარწმუნებული ვარ რომ კიდე ბევრს მოაგწევს love
0
№4
ავტორი: ლადო
12 ოქტომბერი 2014 20:12
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Chemi shreki <3
0
№5
ავტორი: Wardell
12 ოქტომბერი 2014 21:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ რა სჭირს რააა ((( მეორე თამაშია ერთი-ერთზე გადის და ვერ გააქ მე4 შანსი გააცუდა უკვე :/
0
№6
ავტორი: DiMaria
12 ოქტომბერი 2014 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეხლა კი შეაგდო.
0
№7
ავტორი: Macklemore
13 ოქტომბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
არაა შრეკი ფორმაში. მახსოვს ერთ დროს ფრინავდა ისე იყო. ახლა კი გააქვს გოლები, მაგრამ ეგ კლასის ხარჯზე და მაინც ეტყობა რო არაა ფორმაში.
0
№8
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2014 08:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეეე რუნი ჯობია ფორმა აღიდგინო მანჩესტერს ჭირდები
0
№9
ავტორი: chudikone
13 ოქტომბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე დაუფასებელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: RojoDiablo
13 ოქტომბერი 2014 19:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
chudikone,
რატომ კაცო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top