MUTV ახალგაზრდა ნახევარმცველ ადრეას პერეირას ესტუმრა და მისგან ინტერვიუ აიღო. მათი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ გაეგოთ პერეირასგან თუ როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი ვარჯიშის დღე, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ატარებს.
- რომელი ფეხბურთელი ვარჯიშობს ყველაზე მეტს?
ყველანი კარგად და ბევრს ვარჯიშობენ, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე შრომისმოყვარე ანხელ დი მარიაა. ის როგორც ვარჯიშებზე ასევე თამაშებზეც ძალიან კარგია. ასევე მოხიბლული ვარ ანდერ ერერას ვარჯიშითაც. როდესაც თამაშობს თითქმის ყოველთვის სხვა ფეხბურთელებს ელაპარაკება.
- რომელი გოლი დაგამახსოვრდა ბოლო ვარჯიშებიდან?
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ დი მარიამ დაუჯერებელი გოლი გაიტანა ვარჯიშზე. ჩვენ უკვე ვასრულებდით ვარჯიშს, როდესაც მან გოლი გაიტანა. მან მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეში მოახვედრა, ეს იყო რაღაც დაუჯერებელი გოლი, რომელიც აქამდე მისი მსგავსი არც მენახა.
- გაგიტანია თუ არა დასამახსოვრებელი გოლი ვარჯიშზე?
ჩემდა სამწუხაროდ ჯერ ისეთი გოლი არ გამიტანია, რომ იქ მყოფები შოკში ჩამეგდო, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშნველობა არ აქვს, მთავარია ასეთი გოლები თამაშის მიმდინარეობისას გავიტანო ხოლმე.
- რომელი ფეხბურთელია ყველაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი ვარჯიშზე?
ჩემი აზრით ასეთი რაფაელია. მას არასდროს უყვარს როდესაც მარცხდება. ის მართლაც რომ კონკურენტუნარიანია და სურს, რომ ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდეს ნებისმიერ სიტუაციაში. ის ამ კომპონენტში ნამდვილად მისაბაძი მაგალითია.
- დაასახელე 5 ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე კარგად უგებ ვარჯიშის დროს.
ყველანი ძალიან კარგები არიან, მაგრამ ალბათ მაინც დი მარია, რობინ ვან პერსი, რაფაელი და ადნან იანუზაი. მათთან ერთად მშვენიერ გუნდს შევკრავდი.
- გაქვს რაიმე განსკაუთრებული გამოწვევები ვარჯიშის დროს?
არა რადგან თითოეულ ჩვენგანს ვარჯიშზე გვაქვს ჩვენივე პროგრამა, რომელსაც მწვრთნელი ადგენს და რომელიც უნდა შევასრულოთ. მაგრამ მე ძირითადად მჭირდება ისეთი ვარჯიშები, რომელიც უფრო ძლიერს გამხდის ფიზიკურად.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.