"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ საარი აცხადებს,რომ "წითელი ეშმაკების" ახალწვეული ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი ბედნიერია თავის ახალ გუნდში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ საარი აცხადებს,რომ "წითელი ეშმაკების" ახალწვეული ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი ბედნიერია თავის ახალ გუნდში.ვან დერ საარმა პრესას განუცხადა,რომ სანტრასფერო პერიოდის დროს მან სერ ალექს ფერგიუსონს ურჩია ვან პერსის ტრანფერის განხოერციელება.სერ ალექსის ძეგლის გახსნის ცერემონიალზე ედვინი რობინ ვან პერსის შეხვდა და სწორედ იქ ვან პერიმ მას უთხრა,რომ ის ბედნიერია თავის ახალ გუნდში.
"ის ნამდვილად ბედნიერია მანჩესტერში.მან მითხრა,რომ ძალიან გაუმართლა,რომ ამ გუნდში მოხდა.სანამ ის "მანჩესტერ იუნაიტედს" აირჩევდა მან მე რჩევა მთხოვა და მე ვუთხარი,რომ ის ამ გუნდში თავს ნამდვილად კარგად იგრძნობდა." - განაცხადა ვან დერ საარმა
"ის ფაქტი,რომ რობინ ვან პერსიმ სამ თვეში ამდენი გოლის გატანა მოახერხა ეს სულაც არ არის გასაკვირი,რადგან ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.მასთან შეხვედრის დროს მან მითხრა,რომ ძალიან უყვარს ეს კლუბი,მაგრამ ამის მიუხედავად მე მესმის მისი,რადგან მას უწევს იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში,სადაც 8 წელი გაატარა." - დაასრულა ედვინმა.