თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2014, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2457,
კომენტარები: 8
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
თავის ყოველკვირეულ გრაფაში პოლ სქოულზი განიხილავს თუ რა სარგებლის ნახვა შეუძლია ლუკ შოუს ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში თამაშით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი დავიდ დე ხეასა და ჯეიმს მილნერსაც შეეხო.


"ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში არასდროს მითამაშია. არ შეიძლებოდა მე ნაადრევ ფეხბურთელად ჩავეთვალე ვინმეს და სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვიმკვიდრებდი დეივ სექსტონს, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს უკვე მზად ჰქონდა ძლიერი გუნდი. ახლა კი ძალიან საინტერესოა ჩემი თანამედროვეების გახსენება, რომლებიც 90-ანი წლების შუა პერიოდში ნაკრებში თამაშობდნენ. რობი ფაულერი, კულიან იოაკიმი, ნოელ ვილანი, ნეილ შიპერლი, ენდი ბუუსი, ბრიუს დოიერი. მოედნის ცენტრში კრის ბრანტ-ვილიამსი, ჯეიმი რედნაპი, ტრევორ სინკლერი... ეს უკანასკნელი უსაზღვროდ ნიჭიერად ითვლებოდა.

ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემიც აღმოჩნდნენ. მე კი 18 წლამდელთა ნაკრებში ვითამაშე, რის შემდეგაც ძირითად ნაკრებში შევძელი თავის გამოჩენა.

იმ თაობის ახალგაზრდობა წარმატებული იყო. მათ ტულინის ტურნირი მოიგეს (მსოფლიო ნაკრებებს შორის ტარდება, რომელშიც 20 წლამდე ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას) ხუთი შემთხვევიდან 4-ჯერ 1990 წლიდან 1994 წლამდე.

რომ გამოვეძახებინე არაფრით ვიყოყმანებდი. ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებში თამაში პრესტიჟულად ითვლებოდა.

მინდა სტიუარტ პირსს დავეთანხმო, რომელმაც განაცხადა, რომ მის მემკვიდრეს, გარეტ საუთგეითს ფეხბურთელთა არჩევის სრული თავისუფლება უნდა მიენიჭოს. ინგლისი - საფეხბურთო სამყაროა, რომელიც ტურნირებს სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს. ან საუკეთესო მოთამაშებს ირჩევ, ან საერთოდ არ მიდიხართ ტურნირზე.

ფეხბურთელის კარგი მაგალითი, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია, ლუკ შოუ გახლავთ. ლუკის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს-ესაა დაიწყო, მაგრამ თუ კი საკუთარ თავსა და პოტენციალს გამოავლენს მომდევნო 12 წლის განმავლობაში ის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მთავარი მარცხენა მცველი იქნება. მას სხვა ტურნირზე თამაში გამოადგება. პატივი უნდა ვცეთ, მას ხომ ახალგაზრდულ გუნდში თამაში სურს. "იუნაიტედმა" კი აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი.

პოლ სქოულზის გრაფა


უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი არსებობს, რომელთაც ძირითადი გუნდის გემო გაიღეს და ახლა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ამ ქვეყანაში არსებული თამაშის პრინციპები აიძულებთ მათ ასე იფიქრონ. ასეთი ფეხბურთელბის რიცხვში ჩემი თაობის საუკეთესო ფეხბურთელები შედიოდნენ, გარდა უეინ რუნისა და მაიკლ ოუენისა.

ფეხბურთელის ახალგაზრდულ ნაკრებში გადაყვანა სისწრაფის შედეგია, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავისი გუნდების ძირითადში ვუკვალავთ გზას. ნათელი მაგალითი - კალუმ ჩემბერსია. 19 წლამდე ნაკრებიდან უცებ ასაკოვან გუნდში მოხვდა. შემდეგ 21 წლამდელთა გუნდში ითამაშა, სანამ ჯონ სტოუნზმა ტრავმა არ მიიღო და ჩემბერსი ძირითად გუნდში არ გამოიძახეს.

პოლ სქოულზის გრაფა


არავითარი ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ 21 წლამდელთა გუნდში თამაშს ჩემბერსი სერიოზულად ეკიდებოდა. მაგრამ თუ ვინმე ასე არ თვლის, მაშინ ხუან მატას მაგალითი უნდა იხილოს. ხუანი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების ნაწილი იყო, შემდეგ კი 21 წლამდელთა გუნდში გადავიდა, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

თუ ეს კარგია მატასთვის, რატომ იქნება ცუდი ინგლისელებისთვის? ასე უნდა მოეკიდოს თუ არა საქმეს საუთგეიტის გუნდი? მე მიმაჩნია, რომ რაჰიმ სტერლინგი და ჯეკ უილშირი ახალგაზრდულ გუნდში უნდა იქნენ შეყვანილნი, მაშინაც კი თუ თავს კარგად წარმოაჩენენ ძირითად ნაკრებში. ყოველთვის არსებობს კონტრარგუმენტი: ჩვენ ვატყუებთ იმ ფეხბურთელებს, რომელთათვისაც ინგლისის ნაკრებში თამაში პირველ ადგილზე დგას.

ჩემი პასუხი ასეთია: საფეხბურთო ასოციაციას რამის მოგება მაინც სურს? თუ დიახ, მაშინ დროა საუკეთესო გუნდი შეიკრიბოს.

ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ახალგაზრდულ გუნდში თამაში სასჯელად არ უნდა მიიჩნიონ. ეს არის გამოცდილება, რომელიც კარიერის განმავლობაში დაგეხმარება.

ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოვიგოთ.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელი: "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, დავიდ დე ხეა

დავიდ დე ხეა - კვირის საუკეთესო ფეხბურთელია. "ევერტონის" წინააღმდეგ განხორციელებული მისი სეივები უმნიშვნელოვანესია. ამ მომენტამდე მიმაჩნდა, რომ მან წარუმატებლად დაიწყო სეზონი. მეგონა, რომ კარში წასული ნებისმიერი დარტყმა გოლად აისახებოდა და ხშირად ვსვამდი კითხვას: "იქნებ ვან გაალს მეკარის თაობაზე რაიმე ეჭვი გაუჩნდა?"

მაგრამ ამ კვირას დავიდი გასაოცარი იყო.

პოლ სქოულზის გრაფა


წარმატების დიდი ნაწილი კარგი მეკარის ყოლაზეა დამოკიდებული. თუ კი გუნდის რიგებში ტოპ-კლასის მეკარეა, გვირაბში დაინახავთ, როგორი შიშით უყურებს მას მოწინააღმდეგის თავდამსხმელი. ასე იყო შმეიხელისა და ვან დერ საარის შემთხვევაში.

საჭიროა იყო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პიროვნება, არამედ ხასიათის ქონა, რათა მუდამ ვითარდებოდე.

ამჟამად დე ხეას საკმარისი ფიზიკური სიძლიერე არ გააჩნია, მაგრამ თუ მინდომებს მისი განვითარება შეუძლია. ის მართლაც ძალიან მშვიდი ადამიანია. წყნარი ბიჭი, რომელსაც დაუჯერებელი სეივების განხორციელება შეუძლია.

თითოეულ კლუბში უნდა იყოს ერთი მილნერი

არ მიმაჩნია, რომ ჯეიმს მილნერს იმდენად აფასებენ, რამდენადაც იმსახურებს. დამაინტერესა მისმა სიტყვებმა, რომელშიც ამბობს, რომ არ განეკუთვნება ფეხბურთელთა იმ სიას, რომელთაც სწყინთ, თუ ბორტს მიღმა დატოვებენ.

პოლ სქოულზის გრაფა


მას მიეწება იარლიყი - მოთამაშე, რომელსაც მოწინააღმდეგის შესაჩერებლად გამოიყვანენ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჯეიმსი კარგი შემტევი ფეხბურთელია. უნდა ნახოთ, როგორ არ სიამოვნებს, როცა შემადგენლობაში ვერ ხვდება. მაგრამ არც იმ ფეხბურთელებს განეკუთვნება, რომლებიც სკამზე ისხდებიან და ხელფასს მიიღებენ.

მას მაიკლ კერიკის გვერდით გავუტოლებდი. მილნერის თანაგუნდელები მის გვერდით ყოფნით ყოველთვის მოხარულები იქნებიან.

the independent
სქოულზის გრაფა
8 კომენტარი
№1
ავტორი: nika1997
12 ოქტომბერი 2014 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
კრიშტიანო რონალდუს აგენტმა, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა კლიენტის სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით...
ოქროს ბურთის მფლობელის თემა ძალიან აქტუალური გახდა და მეც ხშირად მაწუხებენ, აქედან გამომდინარე იძულებული ვარ განვაცხადო, რომ შვიდიანის შეძენა ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მსურველ კლუბს 1 მილიარდი ევროს გადახდა მოუეწევს, სხვა შემთხვევაში კონსესუსი ვერ მიიღწევა, აქედან გამომდინარე ჯერ საკუთარ ბიუჯეტებს გადახედონ, შემდეგ კი პორტუგალიელზე იფიქრონ."

"დარწმუნებული ვარ ჩემი კლიენტი კიდევ ერთხელ მოახერხებს ოქროს ბურთის მოპოვებას, რადგან ვარსკვლავურად თამაშობს, მისი რეკორდები აღმაფრთოვანებელია."

"ეჭვი არ მეპარება კრისი საკუთარ პერსონალურ რეკორდს გააუმჯობესებს და 60 გოლიან ნიშნულს გადააჭარბებს, ამ სეზონში მას უდიდესი მიღწევების დაფიქსირება შეუძლია."

"მერწმუნეთ, "რეალი" მზად არის რონალდუ გაყიდოს, იმ შემთხვევაში თუ 1 მილიარდ ევროს მიიღებს, პორტუგალიელი მოთამაშე კი წლიურად სავარადოდ 25-30 მილიონი ევროთუ უნდა დაკმაყოფილდეს."

"ალბათ ყველა ვრწმუნდებით, რომ ძალიან არარეალურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, აქედან გამომდინარე მშვიდად მუშაობა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია."
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მილნერს რა ეღირსა რიჟამ შეაქო winked დე ხეამ მართლა საოცრად ითამაშა, წინა თამაშები ჩააგდო იმის ფონზე რა თამაშაც ვიყავით მიჩვეულნი, თორე რაღც განსაკუთრებულ შეცდომებს არ უშვებდა. შოუსთვისაც კარგია ნაკრებში გამოძახება და იმედია მალე ბეინსის ადგილასც ეს დაიკავებს
0
№3
ავტორი: Wardell
12 ოქტომბერი 2014 15:24
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რა ამის პასუხია მაგრამ ნანის თამაშებს თუ უყურებთ? მართალია პორტუგალიის ჩემპიონატი პრემიერ ლიგაზე სუსტია მაგრამ აშკარად გამოცოცხლებულია 4 გოლი აქ გატანილი ასისტებსაც არიგებს მგონი მოუხდა არენდი ))))

გიორგი,
მაგარი კონკურენციაა მარცხენა მცველის პოზიციაზე ))) ბეინსი, გიბსი ამიტომ უნდა იმუშაოს თორე დაჯდება და ლესოს მერე :D :D :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2014 15:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
lashavk6,
ხოდა ამიტომ იყო კარგი 21 წლამდელებში ამის გამოძახება. იუნაიტედში ჯერ ეხლა გადმოვიდა მარა უკვე ტრავმით დაიწყო თან. ბეინსს მალე ამოაგდებს თუ შარშანდელივით კარგი თამაში გააგრძელა აქაც
0
№5
ავტორი: AkkRed
12 ოქტომბერი 2014 16:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რიჟა შე ბებერო love ისე სულ სიმართლეს რა პონტში იძახის რამე ისეთ თქვი რა :დდ
0
№6
ავტორი: DiMaria
12 ოქტომბერი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პოლ, ჩვენი პოლი. მართალი ხარ და რას იზამ. აი მილნერი და კერიკი რომ ერთნაირები არიან გეთანხმები, მაგრამ რატომ არიან საჭირონი მაგას მაინც ვერ ვხვდები.
0
№7
ავტორი: Macklemore
13 ოქტომბერი 2014 00:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მილნერი რა შესაქებია. ბაზარი არაა მშრომელი ფეხბურთელია, მაგრამ არაა იმ დონის რო ნაკრებში ან თუნდაც სიტიში ითამაშოს.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
13 ოქტომბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცუდი, ცუდი, ძალიან ცუდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top