თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 17:33
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2123,
კომენტარები: 8
კერიკი მოედანს უბრუნდება
მაიკლი შესაძლოა "ვესთ ბრომვიჩთან" ვიხილოთ
კერიკი მოედანს უბრუნდება
Mirror-ის ინფორმაციით, მაიკლ კერიკმა ვარჯიში უკვე სრული დატვირთვით დაიწყო და შესაძლოა ის მოედანს 20 ოქტომბერს, "ვესთ ბრომვიჩთან" მატჩში დაუბრუნდეს.
მაიკლმა კოჭის ტრავმა ჯერ კიდევ სეზონის მოსამზადებელ ტურნეზე მიიღო. ივლისის შემდეგ ის ინტენსიურ თერაპიებს გადიოდა და ბურთს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა. ხანგრძლივი შესვენების გამო, დიდი ალბათობით, მას ჯერ სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ.
ამავდროულად, ვან გაალი იმედოვნებს, რომ ლაზარეთიდან ფილ ჯონსი და კრის სმოლინგიც დაბრუნდებიან. რაც შეეხება ჯონი ევანსს, მისი დაბრუნების თარიღი უცნობია. ევანსთან ერთად გუნდს ანდერ ერერა, ეშლი იანგი, ჯესი ლინგარდი და ჯეიმს ვილსონი დააკლდებიან.

წყარო: mirror.co.uk
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 17:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯუბო რამ გაგაგიჟა ასე wink დაბრუნდეს კაცო, არ გვეწყინება რა თქმა უნდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Jubo
11 ოქტომბერი 2014 17:59
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: RojoDiablo
ჯუბო რამ გაგაგიჟა ასე

პირობა პირობაა, მეოთხე ადგილს ვუმიზნებ :დ დღევანდელი ნორმა შესრულებულია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 18:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Jubo,
საღოლ, კარგებია და საინტერესოები love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Z A C K™
11 ოქტომბერი 2014 18:53
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ვილსონი ხო თამაშობდა ევერტონთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მაგარია იანგს რო არ ვხედავ მოედანზე
0
№6
ავტორი: Manchester_M
11 ოქტომბერი 2014 20:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგია ჰერერას არ ყოფნაში დიდ დახმარებას გაუწევს გუნდს :)
Z A C K™,
ტრამვა აიკიდა მგონი მაგ თამაშში
0
№7
ავტორი: Count Alucard
11 ოქტომბერი 2014 22:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Manchester_M,
ერერა დაბრუნდება ვესტ ბრომვიჩთან მგონი.

იმის ფონზე რომ ნაკრებებში ძალიან დაიღლებიან ფეხბურთელები მით უმეტეს ფრენა მოუწევთ ბევრი, ჯობია მართლა კერიკი დააყენოს.
0
№8
ავტორი: Macklemore
13 ოქტომბერი 2014 00:37
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან მაგარია! მისი გამოცდილება და სტაბილური თამაში გააძლიერებს გუნდს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top