როხო "იუნაიტედში" ადვილად დამკვიდრდა, მაგრამ რუნის ჯერ-ჯერობით ვერ უგებს - როგორც ჩანს, მას ინგლისური საკმარისად არ შეუსწავლია. უეინის ცნობილი აქცენტი "იუნაიტედის" ახალწვეულს კიდევ უფრო ურთულებს საქმეს. ანალოგიური პრობლემა აქვს კიდევ ერთ არგენტინელ ახალწვეულს. "რუნი პროფესიონალი ფეხბურთელია, მაგრამ ის ძალიან სასაცილოა, როცა ლაპარაკობს. სინამდვილეში, ის ჩემზე და დი მარიაზე ხუმრობს, მაგრამ მას ვერ ვუგებთ - ინგლისური კარგად არ ვიცით. გაკვეთილები უკვე მიტარდება, ენას ვსწავლობ და მას მალე გავუგებ." - ამბობს როხო. არგენტინელი მცველის დებიუტი "იუნაიტედში" "ქპრსთან" მატჩში შედგა, მას შემდეგ ის გუნდის ძირითადის ფეხბურთელია.