პოლ მერსონის თქმით, რუნი ინგლისის ყველა დროის საუკეთესი ფეხბურთელი არ იქნება მაშინაც კი, როცა ის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს გააუმჯობესებს.
რუნიმ სან მარინოსთან მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა, ერთი გატანილი ბურთი კი მოწინააღმდეგეს ავტოგოლად ჩაუთვალეს. მაგრამ მერსონი, რომელის ანგარიშზეც ნაკრებში ჩატარებული 21 მატჩიდან 3 გოლია, ფიქრობს, რომ ჩარლტონმა ბევრად უფრო მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეებს გაუტანა.
"შესანიშნავი მიღწევაა, გქონდეს გატანილი უფრო მეტი გოლი ნაკრებში, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენს. ამით ის საკუთარ სახელს ისტორიაში ჩაწერს. მაგრამ სერ ბობი ჩარლტონმა 49 გოლი გაიტანა ბევრად უფრო მნიშვნელოვან მეტოქეებთან. რამდენად ხშირად თამაშობს ინგლისის ნაკრები ისეთ უბრალო გუნდებთან, როგორებიც არიან ესტონეთი და სან მარინო? სერ ბობის დროს ასე არ ხდებოდა. რუნიმ შეიძლება მეტი მატჩი ჩაატაროს ნაკრების მაისურით, ვიდრე ჩარლტონმა, მაგრამ აქვს მას მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული? რამდენჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გოლი გატანილი? ბობი ჩარლტონმა 1966 წლის გოლით ნაკრებს პორტუგალიასთან მოაგებინა და გუნდი ფინალში გაიყვანა". - ამბობს პოლ მერსონი.
წყარო: dailystar.co.uk
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.