თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 16:58
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1651,
კომენტარები: 4
კარვალიო: "ადრე თუ გვიან პრემიერ ლიგაში ვითამაშებ"
"იუნაიტედის" სამიზნეს ინგლისში ან ესპანეთში სურს თამაში
კარვალიო:
"სპორტინგის" ვარსკვლავი ვილიამ კარვალიო იმედოვნებს, რომ პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში ითამაშებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ამბობს, რომ პორტუგალიაში ბედნიერია, მაგრამ მისი ამბიციები ბევრად უფრო დიდია. კარვალიომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ტოპ კლუბისგან მიიღო სატრანსფერო შეთავაზება. ამჟამად, მის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ინარჩუნებენ.
"ვერ ვიტყვი, რომ აქ დარჩენით იმედი გამიცრუვდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგში" ბედნიერი ვარ, ჩვენ ყველას გვაქვს ამბიციები და იმედი მაქვს, ერთ დღესაც მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვითამაშებ, ინგლისში ან ესპანეთში. ეს წელს არ გამოვიდა, მაგრამ თუ მუშაობას განვაგრძობ, მიზანს ადრე თუ გვიან მივაღწევ". - აცხადებს კარვალიო.
შეგახსენებთ, ზაფხულში "იუნაიტედის" შეთავაზება რამდენჯერმე უარით გაისტუმრა "სპორტინგმა". კლუბმა ვილიამს გაშვების უფლება არც სხვა კლუბებში მისცა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 9 მატჩიდან მას ჯერ-ჯერობით არცერთი გოლი აქვს გატანილი.

წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
11 ოქტომბერი 2014 17:13
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჯერ მცველი, მერე კარვალიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 17:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დაცვას მივხედოთ ჯერ დაცვას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2014 20:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბევრს ითხოვდნენ და არ ღირდა ნაღდად მაგდენი
0
№4
ავტორი: red devil
13 ოქტომბერი 2014 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე ეს კაი ცხოველია და კაი იქნება თუ დავითრევთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top