რუნის სურს ნაკრებს როი კინივით უკაპიტნოს..
მოგეხსენებათ დღეს სან მარინოს წინააღმდეგ მატჩში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი უეინ რუნი უკაპიტნებს. რუნი იმედოვნებს, რომ ისეთივე კარგი ლიდერი იქნება, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა და მისი ყოფილი გუნდელი როი კინი იყო.
"წითლების" თავდამსხმელი პირველად უკაპიტნებს "სამ ლომს" საერთაშორისო ტურნირზე. სტივენ ჯერარდი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის, ხოლო ფრენკ ლამპარდი ტრამვის გამო გამოტოვებს.
როდესაც რუნის ჰკითხეს თუ რომელი წინამორბედი კაპიტანი იყო მისთვის სამაგალითო, მან ჟურნალისტებს დაუფიქრებლად უპასუხა.
“უდაოთ როი კინი. მასთან ერთად რამდენიმე წელი მაქვს ნათამაშები და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ როგორ თამაშობდა იგი მოედანზე და როგორ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას,” - განაცხადა რუნიმ. “ის ყოველთვის გვაძლევდა ხოლმე მითითებებს თამაშის განმავლობაშჲ და მე ეს ძალიან მეხმარებოდა.
“მე მქონდა მასთან ერთად თამაშის ბედნიერება და ვიმედოვნებ, რომ მაქსიმალურად შევძლებ მისი კლასის გამეორებას მოედანზე. მე რამდენჯერმე ვესაუბრე მას ამის თაობაზე. ორივეს მოგება გვინდოდა, და როდესაც გამარჯვება გსურს, არ უნდა იჯდე და ჩუმად არ უნდა ილაპარაკო.
“შენ ყველა ფეხბურთელს უნდა მოთხოვო, რომ მაქსუმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. არც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან გამონაკლისნი.
“მას თავისი აზრის დაფიქსირების არასდროს ეშინოდა და ყოველთვის ეუბნებოდა სხვა ფეხბურთელებს, თუ რას ფიქრობდა მათზე და როგორ უნდა ეთამაშათ. ის ყველას ერთნაირად ეპყრობოდა. მას თავისი გუნდის გამარჯვება სწყუროდა. ის უმაღლესი დონის მოთამაშე იყო."
რუნი ირლანდიელთან ერთად მხოლოდ ერთი სეზონი თამაშობდა, მანამ სანამ კინმა 2005/06 სეზონზე ნაადრევად დაასრულა კარიერა.
“მე პატივს ვცემდი მას. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პრემიერ ლიგისა და მ'მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში, ის იმ სტილის ფეხბურთელია, როგორიც მე მომწონს - როდესაც მას ჩემთან ერთად უწევდა თამაში, ყოველთვის მინდოდა მეჩვენებინა თუ რისი გაკეთება შემეძლო.
"მე არ ვაპირებ სამკლაურის გამო შევიცვალო. მე ასე თუ ისე კომუნიკაბელური ვარ მოედანზე. მე ვესაუბრები მოთამაშეებს და ვუბიძგებ მათ მტკიცედ თამაშისკენ. მე ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
"ჩემდვის გუნდის კაპიტნობა ძალიან დიდი პატივია და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენთვის წარმატებული ღამე იქნება.
წყარო: manutd.com