ვან პერსიმ და ბლინდმა ჰოლანდიის გუშინდელ მატჩი სრულად, 90 წუთი ითამაშეს. პენალტამდე რობინს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, პირველივე წუთებზე შეძლო ბურთის გატანა, მაგრამ გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ბლინდი მარცხენა მცველის პოზიციიდან ხშირად ერთვებოდა შეტევებში. ფიფას რეიტინგში 127 ადგილზე მყოფმა ყაზახეთმა მე-17 წუთზე შეძლო გოლის გატანა. მას შემდეგ 67-ე წუთამდე ჰოლანდიელები უშედეგოდ ცდილობდნენ თამაშის შემოტრიალებას. მატჩის საბოლოო ანგარიში ვან პერსიმ 89-ე წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით დააფიქსირა. ჩეხეთთან მარცხის შემდეგ გუშინდელი 3 ქულა ჰოლანდიელებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.
ბელგიის ნაკრებმა ანგარიშით 6:0 დაამარცხა ანდორა. ანგარიშის მიუხედავად, სათამაშო შანსი არ მიეცა ადნან იანუზაის. ფელაინი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, როცა უკვე ანგარიში 4:0 იყო. ბელგიელები ჯერ-ჯერობით ჯგუფში უელსს ჩამორჩებიან და მეორე ადგილს იკავებენ 3 ქულით.
ლუკ შოუმ სრულად ჩაატარა მატჩი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში ხორვატიის წინააღმდეგ. ინგლისელებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. შოუს, როგორც ჩანს, მუხლის ტრავმა აღარ აწუხებს. ინგლისელმა თინეიჯერმა "ევერტონთან" მატჩში ბლეკეტმა შეცვალა დაზიანების გამო.
დიდი წვლილი შეიტანა რადამელ ფალკაომ კოლუმბიის ნაკრების გამარჯვებაში. კოლუმბიელებმა საკუთარ სტადიონზე ამხანაგურ მატჩში სალვადორი მიიღეს და ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. რადამელმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
ხვალ, 12 ოქტომბერს დაუპირისპირდება ინგლისის ნაკრები ესტონეთს, სადაც განაცხადში მხოლოდ ერთი "მანჩესტერელია" - უეინ რუნი. ესპანელები კი ლუქსემბურგთან გამართავენ გასვლით მატჩს. კასილასის კიდევ ერთ შეცდომის შემდეგ, დიდი ალბათობით დე ხეას მიეცემა თამაშის შანსი.
წყარო: manutd.com