დი მარია და "იუნაიტედი" - ურთიერთდამოკიდებულება.
მოკლედ: ამჟამინდელ კამპანიაში "იუნაიტედი" შეტევით ხაზში ყველაზე მეტად არის დამოკიდებული დი მარიაზე.
შებრუნებული პასუხი: გთხოვთ, წაიკითხოთ.
მრავალი წლის წინ ერთადერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს გოლი წარმოადგენდა. შემდეგ ვიღაცამ იფიქრა, რომ არც სხვა მაჩვენებლები უნდა დასჯილიყო და თავისი ფასი მიანიჭეს საგოლე გადაცემებსაც. მონაცემები მშვენიერია, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით 10 მცდელობიდან მხოლოდ ერთის შემდეგ გადის გოლი. უამრავ სასარგებლო ინფორმაციას დავკარგავთ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ წარმატებულ შემთხვევას განვიხილავთ. რატომ უნდა განსაჯოს თავდამსხმელის უკანასკნელმა შეხებამ ის, დაჯილდოვდება თუ არა პასის მიმცემი ასისტით?
მცირე ხნის წინ სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა. Opta-ს დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ დარტყმებისა და პოტენციური საგოლე გადაცემების დათვლას.
შევაფასოთ ფეხბურთელის შემტევი წვლილი უკანასკნელ დარტყმაზე დამოკიდებულების გარეშე. კონკრეტულ მომენტში გოლის გატანის შემთხვევის გამოკლებით ვიღებთ შემტევი ფეხბურთელის გაცილებით სანახაობრივ სურათს.
მაგრამ თუ შემტევი წვლილის გამოთვლა გვსურს, რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ საგოლე გადაცემებსა და გოლებს? მსგავსად მოქმედების შემთხვევაში ბოლოს წინა პასის გამკეთებელი ფეხბურთელის წვლილს მთლიანად საფრთხის წინაშე ვაყენებთ.
შემტევი მოქმედებებიOpta-ს მონაცემების დეტალური გამოყენების შემდეგ მთლიანად შევძლებთ მოვლენების გაერთიანებას თითოეული მომდევნო დარტყმისთვის და მთლიანად აღვწერთ შემტევ მოქმედებას. ეს მოქმედებები 0-დან 51-მდე დარტყმამდე იწელება ("ტოტენჰემისა" და "ქპრ"-ს მატჩი).
შემდეგ კი ვეცადეთ შემტევი ფეხბურთელის წვლილის მრავალმხრივი მეტრიკა შეგვექმნა. მისი დახმარებით შეტევაში ნებისმიერი ფეხბურთელის წვლილს ობიექტურად შევაფასებთ. ქულები მიენიჭება არა მარტო დამრტყმელს, არამედ პასის მიმწოდებელ ფეხბურთელსაც.
წესებიუნდა გავერკვეთ - დარტყმამდე არსებულ ეტაპზე მყოფი ფეხბურთელების მოქმედება მეტრიკაში უნდა გავზომოთ. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაცემის სიღრმეში გვინდა შესვლა, სისულელე იქნებოდა გოლამდე გაკეთებული მე-10 პასის მიმწოდებელი ფეხბურთელის მოქმედების გათვალისწინება. საიდან დავიწყოთ ათვლა? გადავწყვიტეთ უკანასკნელი 4 მოქმედებიდან - დარტყმას პლუს სამი ნებისმიერი შემტევი მოქმედება (პასი, ბურთის წართმევა ან მოტყუება), რომელიც მას უძღვის წინ.
მოქმედებებს სხვადასხვა წონა არ მივანიჭეთ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გავლენას ახდენს ამა თუ იმ მოვლენაზე. ყველაფერი მარტივია: თუ კი ფეხბურთელმა უკანასკნელ ოთხ მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ის მეტრიკაში ქულებს იმსახურებს. ნათელია, ფეხბურთელმა შესაძლოა ერთზე მეტჯერ მიიღოს მონაწილეობა ბოლო ოთხ მოქმედებაში - მაგ. გაითამაშოს კედელი თანაგუნდელთან. ამაში მაინც ერთ ქულას მივუთვლით.
მშვენივრად ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი ანალიზი მხოლოდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე კეთდება. თუმცა Opta-ს მონაცემები საკმაოდ დეტალურია, ისინი მხოლოდ ბურთით მოქმედების დეტალებს შეიცავს, რაც გამოთვლების 95%-ანი სიზუსტისთვის არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ მივანიჭევთ ქულებს ფეხბურთელს, რომელმაც თანაგუნდელს სივრცე შეუქმნა, მოწინააღმდეგის მცველის ან მეკარის ყურადღება მიიპყრო და მსგავსი რამ გააკეთა.
2014/15 წლების სეზონის პრემიერ-ლიგის შემტევი წვლილიიმისათვის, რომ მეტრიკის მუშაობა განვსაზღვოთ, მოდით მიმდინარე სეზონის პირველ შვიდ ტურს გადავხედოთ. სიაში შეყვანილია 15 ფეხბურთელი, რომელთაც აბსოლუტური მნიშვნელობის მეტ-ნაკლები მაჩვენელი აქვთ:
22 მნიშვნელოვანი გადაცემით და 7 საგოლე გადაცემით სესკ ფაბრეგასის ხილვა სიის სათავეში არავის გაგაკვირვებთ. თუ კი მაჩვენებელს მოთამაშეების მიერ მოედანზე გატარებული დროის პრიზმის საფუძველზე შევაფასებთ, მივიღებთ ფეხბურთელის საშუალო შემტევ წვლილს ერთ მატჩში. ამგვარად ჩვენ მონაცემების ნორმალიზება შეგვეძლება. მაგრამ ეს მერე იყოს.
გვინდა გაჩვენოთ, რამდენად სასარგებლოა მეტრიკა: რომელი ფეხბურთელი ურტყამს საკუთარი გუნდის რიგებში ყველაზე მეტად?
შემტევი დამოკიდებულება
შემტევი გავლენის შესაფასებლად ჩვენ ინდივიდუალურ შემტევ წვლილს დავაკვირდით, როგორც გუნდის მიერ მთელი მატჩის განმავლობაში შესრულებული დარტყმების პროპორციას. მსგავსი ქმედებით ეფექტის გამომჟღავნებას არ ვცდილობთ, რომელსაც ფეხბურთელი გუნდის შეტევაზე ახდენს. ანუ მოედანზე ფეხბურთელის არ ყოფნა არ ნიშნავს, რომ გუნდის დარტყმების რაოდენობა X-ით შემცირდება. ამის ნაცვლად ირკვევა პროპორციულობა იმ დარტყმებისა, რომლებსაც მოთამაშეები ახორციელებენ. სხვა სიტყვებით, გამოვსახავთ, თუ რამდენად არის გუნდის შემტევი თამაში დამოკიდებული კონკრეტულ ფეხბურთელზე და რამდენად ეწყობა გუნდის თამაში X ან Y ფეხბურთელის ირგვლივ.
ანალიზში ათვლის წერტილად აღებულია შესაძლო სათამაშო დროის 50% - ჩვენ მიერ განხილულ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ნათამაშევი უნდა ჰქონდეს არანაკლებ 315 წუთისა.
თუ გუნდის საერთო დარტყმების რაოდენობას გავყობთ ფეხბურთელის მიერ მოედანზე ყოფნის დროს შესრულებულ დარტყმებზე, მივიღებთ
შემტევ დამოკიდებულებას პროცენტებში. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, თუ რამდენად არის ფეხბურთელი ჩართული (ბოლო ოთხ მოქმედებაში) და რამდენად არის გუნდის შემტევი თამაში დამოკიდებული კონკრეტულ ფეხბურთელზე.
შეტევის დამოკიდებულების ცხრილი:
მონაცემები სრულიად სხვაგვარია, რაც სავსებით ლოგიკურია. ფაბრეგასის შემტევი წვლილი ძალიან დიდი აღარ არის პროცენტულად, რადგანაც "ჩელსის" საკმაოდ ბევრი დარტყმა აქვს განხორციელებული, რომელიც ესპანელის გარეშე ხდება.
მაღალი შემტევი დამოკიდებულების მქონე ფეხბურთელებიანხელ დი მარიას გუნდის შემტევ თამაშზე 56%-ანი მაჩვენებლით უდიდესი გავლენა აქვს. შეადარეთ ფალკაოს მაჩვენებელს (40%).
"იუნაიტედის" დი მარიაზე დამოკიდებულება იმდენად დიდია, როგორც "ტოტენჰემის" დამოკიდებულება კრისტიან ერიკსენზე. მიუხედავად რთული პირველი სეზონისა, დანიელი ნახევარმცველი საბოლოოდ თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებს.
აპლოდისმენტების უმეტესობა "წმინდანებში" გრაციანო პელეს ეძღვნება. მაგრამ როგორც ვხედავთ "საუთჰემპტონის" შემტევ თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენს დუშან ტადიჩი და არა იტალიელი ფორვარდი.
"სუონსის" დუეტი 50%-ანი მაჩვენებლით სიას აგრძელებს. სხვა სიტყვებით, "სუონსის" შესაჩერებლად ბონისა და სიგურდსონის შეჩერებაც საკმარისია.
ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დენი უელბეკს შეუძლია კმაყოფილი იყოს, რადგან მისი წვლილი 48%-ა.
აღსანიშნავია "ლესტერის" ფეხბურთელის, რიად მარჰეზის მაჩვენებელიც. მან მხოლოდ 400 წუთი ითამაშა მიმდინარე სეზონში, მაგრამ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჯეიმი ვარდი და ლეონარდო ულოა, რომელიც ყველას პირზე აკერია.
დასკვნა:ერთ ფეხბურთელზე 50%-ზე მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებლი პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრია. ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში მთელი სეზონის გასვლის შემდეგ მხოლოდ 8 ფეხბურთელს ჰქონდა მსგავსი მაჩვენებელი (მათ სახელებს არ გეტყვით.)
განვმეორდებით, ჩვენი ანალიზის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საკუთარი თვალით ნანახის ობიექტურად შეფასებაა. ამ მხრივ ანალიტიკა ხმაურიან დასკვნებს არ გაგაკეთენებინებთ, მაგრამ საშუალებას მოგცემთ ფეხბურთელის სარგებლიანობა ციფრებში გამოხატოთ.
ამ თემას კიდევ უფრო განვავრცობთ და შევხედავთ, კიდევ როგორ შეიძლება ფეხბურთელის შემტევი სარგებლიანობის გამოთვლა.
აქვს თუ არა ფეხბურთელის მაღალ პროცენტულ დამოკიდებულებას გავლენა გუნდის წარმატებაზე?
როგორ აისახება მაღალი შემტევი წვლილის მქონე ფეხბურთელის წასვლა?
საკმარისია თუ არა მაგალითები ამის გასაზომად?
ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში მივიღებთ.
წყარო:
carrick.ru