თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 01:22
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2082,
კომენტარები: 10
რედნაპი: "მანჩესტერს" ბრიუსი შეეფერებოდა"
ჰარი რედნაპის აზრით, "იუნაიტედს" სტივ ბრიუსი უნდა აერჩია.
რედნაპი:
"ქპრს" მთავარი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის განცხადებით, მისი კოლეგა სტივ ბრიუსი, რომელიც "ჰალ სიტის" მესაჭე გახლავთ, უფრო მეტად იმსახურებდა იმ პოზიციას, რომელიც ლუი ვან გაალმა ჩაიბარა.

დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ, კლუბმა არჩევანი ჰოლანდიელ სპეციალისტზე, ლუი ვან გაალზე შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობა დადებითად შეხვდა, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს და ერთ-ერთი ჰარი რედნაპია. ინგლისელი სპეციალისტის აზრით, "იუნაიტედის" მენეჯერი ბრიუსი უნდა ყოფილიყო, რადგან მას 9 წელი ჰქონდა გატარებული "ოლდ ტრაფორდზე".

"ლუი ვან გაალი "ჰალ სითიში" იგივეს ვერ შეძლებდა, რაც სტივმა შესძლო. ბრიუსის ხელმძღვანელობით კლუბმა კარგი შედეგი აჩვენა და ლიგის თასის ფინალშიც გავიდა, ამ ყოველივეს შემდეგ ის უნდა ყოფილიყო "იუნაიტედის" შესაძლო მწვრთნელთა სიაში, რამეთუ სტივი დიდი მებრძოლი და დიდი მოთამაშე გახლდათ "იუნაიტედის" ისტორიაში."


"ჩემი აზრით, იგივე კარიერა არ ექნებოდა ვან გაალს, რაც ახლა აქვს, თუ მას ისეთ კლუბებს ჩააბარებედნენ, როგორიცაა "შეფილდ იუნაიტედი", "ჰადელსფილდი" ან "ჰალი" - რედნაპის სიტყვებს ციტირებს "Manchester Evening News".

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
11 ოქტომბერი 2014 01:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
პაპა მაგრად მევასები ჯერ კიდევ პორთსმუთიდან და მოდი თავი არ გაიფუჭო wink ეგ შენი გამხმარი ერთი ადგილი სადაც დევს იქვე დატოვე და ნუ ათამაშებ მაინც არ გამოგდის fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Jubo
11 ოქტომბერი 2014 02:02
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დიდ პატივს ვცემ რედნაპს მარა რეებს ამბობს.. ბოლო 10 წელიწადში შვიდი თუ რვა კლუბი გამოიცვალა ბრიუსმა. წარმატებული და იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი რომ იყოს ყოველწელს არ გამოაგდებდნენ კლუბებიდან. ვან გაალი დიდი კლუბებისთვისაა დაბადებული, ბრიუსი პატარებისთვის. ვერც ბრიუსი მიაღწევს ვერაფერს იუნაიტეტდში და შეიძლება მართლაც ვერაფერს მიაღწიოს ვან გაალმა შეფილდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: red devil
11 ოქტომბერი 2014 06:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეეე ჰარი მგონი შენზეა ნათქვამი ბერდება და (დალშე შენც გეცოდინება) :D
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 ოქტომბერი 2014 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მასე იძახდნენ მოიესზეც, ევერტონში მაგარი მწვრთნელი იყოო, მაგრამ რაც გამოვიდა მოიესისგან ყველამ ვნახეთ... smile
0
№5
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 08:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არსებობენ დიდი მწვრთნელები და პატარა მწვრთნეები, რომლებმაც შესაბამისი ზომის გუნდები უნდა გაწვრთნან.

ვიღაც რომ ჩვენთან კარგად თამაშობდა არ ნიშნავს იმას, რომ კარგად გაწვრთნიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Count Alucard
11 ოქტომბერი 2014 11:54
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საღოლ ჰარი შეადარე ახლა ვან გაალი და სტივ ბრიუსი, სტივი მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელი დიდი არაფერი.
0
№7
ავტორი: VaRdo
11 ოქტომბერი 2014 12:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რა სისულეებს ლაპარაკობს. რაც ვან გაალს ხალხი ჰყავს აღზრდილი იმის ნახევარი ჰყავდეს არ უნდა ან შენ ან სხვას? ყველაზე კარგი არჩევანი გაკეთდა ვან გაალის სახით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: captain
11 ოქტომბერი 2014 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
ბრიუსსაც მოგრეხილი ცხვირი აქვს ვანგალასავით და ალბათ მაგიტომ მოუნდა რაღაცის თქმა
0
№9
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2014 15:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალმა მარტო ჰოლანდიის ნაკრებით მაოხერხა საკმარისზე მეტი ამ მსოფლიოზე მაგის დამსახურებებზე რომ არ დავიწყოთ საუბარი
0
№10
ავტორი: DiMaria
12 ოქტომბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წადი შენი აზრების
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top