თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2014, 00:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 6
5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან
სიტყვა "შეცდომა" ფერგიუსონს არ შეეფერება, მაგრამ...
5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან
5. ინციდენტი ბექჰემთან
ცნობილი ფოტო და ცნობილი ფაქტი ბრიტანულ ფეხბურთში. როგორც ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ვიგებთ, მათი ურთიერთობა 2000 წლიდან გაუარესდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არა იმდენად, რომ ალექსს მის გაშვებაზე ეფიქრა. როგორც შოტლანდიელი ამბობს, ბექჰემი არასოდეს აღიარებდა შეცდომებს და ყოველთვის თავს იმართლებდა, მაშინაც კი, როცა აშკარა შეცდომას მონიტორზე აჩვენებდნენ. არასაფეხბურთო საქმიანობამ დევიდი ფეხბურთს მოწყვიტა, დაძაბულობამ კი პიკს 2003 წელს მიაღწია, ასოციაციის თასზე "არსენალთან" მარცხის შემდეგ. საყვედურს ინგლისელმა კაპიტანმა გინებით უპასუხა, სანაცვლოდ კი ფერგიუსონისგან ბუცი მოხვდა. ბექჰემმა კლუბი დატოვა და მადრიდის "რეალს" მიაშურა. ფერგიუსონი წერს, რომ უყვარს ადამიანი, ვისაც შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა შეუძლია. ურთიერთობა მათ შორის მაშინ გამოსწორდა, როცა ბექჰემმა სერ ალექსს ბოდიშის მოსახდელად დაურეკა. შესაძლოა ფერგიუსონს ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, რათა გასახდელი შეენარჩუნებინა, მაგრამ ფაქტია, მან დევიდზე კონტროლი დაკარგა, ურთიერთობა ვერ გამოასწორა და უნიჭიერეს ფეხბურთელს წასვლის ნება მისცა.

5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან


4. შმეიხელის გაშვება
"იუნაიტედი" 1999 წელს ტრებლს დაეუფლა, მაგრამ ფერგიუსონმა შმეიხელი "სპორტინგში" გაუშვა. პიტერი იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, სერ ალექსმა კი ის დათმო. შოტლანდიელის ამ გადაწყვეტილებას შედეგად ის მოყვა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გუნდში მეკარის პრობლემა გადაუჭრელი რჩებოდა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მქონე ბარტეზმაც კი ვერ გაამართლა იმედები. 2005 წელს სერ ალექსმა ვან დერ სარი შეიძინა "აიაქსიდან", შმეიხელის ღირსეული შემცვლელი და "იუნაიტედის" ახალი ნომერ პირველი მეკარე.

5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან


3. იაპ სტამის გაყიდვა
სტამმა "მანჩესტერში" სამი წელიწადი გაატარა და მთელი ამ დროის განმავლობაში გუნდის დაცვითი ხაზის მთავარი ფიგურა იყო. ფერგიუსონმა აღიარა კიდეც, რომ ჰოლანდიელი მცველის გაყიდვა ნამდვილი შეცდომა იყო: "როცა კარიერის იმედგაცრუებულ მომენტებზე ვფიქრობ, იაპ სტამი ყოველთვის მახსენდება. ეს ჩემი შეცდომა იყო, ცუდი გადაწყვეტილება მივიღე მისი გაშვებით". სტამმა "იუნაიტედში" 80 მატჩი ჩაატარა - მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენ კლუბში. 2001 წელს 16.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ის "ლაციოს" შეუერთდა. ამჟამად სტამი "აიაქსის" სარეზერვო გუნდის მწვრთნელია.

5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან


2. პოლ პოგბას გაშვება
იშვიათად ყოფილა ფერგიუსონის კარიერაში შემთხვევა, როცა ის ფეხბურთელში ნიჭს ვერ ხედავდა და მას არ აფასებდა, პოგბა ერთ-ერთი ამ შემთხვევათაგანია. დღესდღეობით, ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება. ფრანგ ფეხბურთელს ფერგიუსონმა თავის გამოსაჩენი შანსი საკმარისად არ მისცა მაშინაც კი, როცა გუნდის ნახევარდაცვაში კრიზისი იყო. პოგბამ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებრად რჩება, რატომ ჰქონდა ფერგიუსონს ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ. პირველ გუნდში ჩატარებულ ყველა მატჩში ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ზინედინ ზიდანის კომენტარი: "სიტყვა 'შეცდომა' ფერგიუსონს არ შეეფერება, მაგრამ პოგბას გაყიდვა მართლაც შეცდომა იყო. ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. პოგბა სქოულზის ღირსეული შემცვლელი იქნებოდა, მასზე გუნდის აგება იქნებოდა შესაძლებელი".

5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან


1. დევიდ მოიესის მემკვიდრედ დატოვება
რა თქმა უნდა, ამ "ღირსეულ" ადგილს დროებით პენსიაზე მყოფი დევიდ მოიესი იკავებს. შოტლანდიელი მემკვიდრის დამსახურებით "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაემშვიდობა. მიუხედავად უამრავი ანტირეკორდისა, კლუბმა ის მთელი სეზონით დატოვა. მხოლოდ პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გადაწყვიტა "იუნაიტედმა" დევიდის გაშვება. მოიესს კონტრაქტის დარღვევის გამო კონპენსაცია აუნაზღაურეს. ის ჯერ-ჯერობით უმუშევარია, "იუნაიტედი" კი კვლავ მისი შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.

5 ყველაზე დიდი შეცდომა ფერგიუსონის კარიერიდან
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 ოქტომბერი 2014 00:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი სხვა განზომილებაა იმენა, ამ 1 წელში გუნდს იმდენი ანტირეკორდი და ცუდი თამაშები დაუტოვა რო რავი. რო მოენდომებინა ვერც იზამდა ამას
0
№2
ავტორი: chestersa
11 ოქტომბერი 2014 00:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
მთლად ასე მარტივადაც ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს რაღაც გარკვეული მიზეზები იქნებოდა აი მოიესი კი ცენზურაა!
0
№3
ავტორი: AkkRed
11 ოქტომბერი 2014 03:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Nu exla srulyofili aravinaa aseve Fergic
0
№4
ავტორი: red devil
11 ოქტომბერი 2014 06:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პოგბას გაშვება არ უნდოდა მარა თვითონ გაიქცა. ფერგი კიდე ის კაცი არიყო ვინმესთვის ხვერწნა დაეწყო
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 ოქტომბერი 2014 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბექემთან კონფლიქტში ფერგის ნამდვილად ვერ გავამტყუნებ, აი დანარჩენებს კი ვეთანხმები.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
11 ოქტომბერი 2014 08:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მოიესის შემთხვევა შეიძლება ითქვას სრულყოფილი იმედგაცრუება ვერ არის, რადგან მხოლოდ ერთ წელიწადში მოხდა მისი შეფასება და მეორე წელს რისი მაქნისი (იმ შემთხვევაში თუ გუნდს ააშენებდ) იქნებოდა არავინ იცის. რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ ეს შეცდომა არ იყო, მაგრამ მაინც არასრულყოფილ შეცდომად მიმაჩნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top