"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარეების მწვრთნელი ერიკ სტილი დე ხეას აღზრდის საიდუმლოზე საუბრობს, ცხოვრებისა და ვარჯიშის სტილზე, რამაც 6 თვიანი კრიტიკის შემდეგ ის "იუნაიტედის" ნომერ პირველ მეკარედ აქცია.
"მისი პირველი 6 თვე წამება იყო. მასთან ვმუშაობდით მოედანზე და მოედნის გარეთ, რათა უფრო ძლიერი გაგვეხადა. ჩვენ მისი ცხოვრების სტილი შევცვალეთ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა და დასვენება სურდა. როცა ვეუბნებოდით, რომ შუადღეს სავარჯიშოდ უნდა დაბრუნებულიყო, წესით უნდა ეკითხა, თუ რატომ ვთხოვდით ამას, მაგრამ ამას არ აკეთებდა. დევიდს დღეში ორჯერ ან სამჯერ უნდა დაეძინა, საჭმელი გვიან ღამით ეჭამა, ყოველი ვარჯიშის შემდეგ მას ენერგეტიკულ სასმელებს ვაძლევდით. ის ფიზიკურად მოვაძლიერეთ, სავარჯიშო დარბაზში დღის უმეტეს დროს ვატარებინებდით. მას ეს სძულდა, რადგან ესპანეთში დარბაზს არც ისე ხშირად მიმართავენ. მიუხედავად ყველაფრისა, დევიდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. 76 ათასი მაყურებლის თვალწინ თამაში ცოტას თუ შეუძლია. დე ხეა მათ შორისაა."
დე ხეა მალე შეიძლება ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეც გახდეს. ეს მას შემდეგ, რაც იკერ კასილასს გუშინდელ მატჩში კიდევ ერთი შეცდომა გოლის ფასად დაუჯდა.
წყარო: dailystar.co.uk
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.