2012 წელს "ოლდ ტრაფორდზე" რობინ ვან პერსი "ემირეიტს სტეიდიუმიდან" 25 მლნ. ფუნტად გადავიდა და პირველივე სეზონში "წითლებს" 26 გატანილი გოლით მე-20 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
თავის ავტობიოგრაფიაში რიო ფერდინანდი პრემიერ-ლიგის ორ კლუბს შორის არსებულ სხვაობაზე წერს, რომელიც ვან პერსის სიტყვებს ემყარება.
"რობინ ვან პერსის ფერგის მიერ შექმნილი გამარჯვებულის მენტალიტეტი მოსწონდა."
"მან მითხრა, რომ "არსენალში" გსურდა მოგეგო, "იუნაიტედში" კი აუცილებლად უნდა მოგეგო." - წერს ფერდინანდი.