მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატებში სანაკრებო შესვენებებია, მათ შორის სამხრეთ ამერიკაშიც. ამხანაგური მატჩების წინ მარკოს როხომ გასული მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
"ეს არაფერს ცვლის. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ჯერ კიდევ არ დაგვვიწყებია. გვინდოდა თასს ჩვენ დავუფლებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. მოგვიწევს წინსვლა განვაგრძოთ და მომდევნო შანსისთვის მოვემზადოთ. მომდევნო წელს კოპა ამერიკა გველოდება, ასე რომ, ახლა სწორედ ამ ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებული."
არგენტინის ნაკრები შაბათს, ბეიჯინგში ბრაზილიას დაუპირისპირდება ამხანაგურ შეხვედრაში, ორი დღის შემდეგ კი როხოს გუნდს ჰონგ კონგში მოუწევს გამგზავრება.
"ბრაზილიასთან მატჩი რთული იქნება. ეს დერბია როგორც სამხრეთ ამერიკელებისთვის, ისე მსოფლიოსთვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის წინ და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ჰონგ კონგი არც ისე ცნობილი გუნდია, მაგრამ აზიური ფეხბურთი ბოლო დროს საკმაოდ განვითარდა და მათთანაც რთული შეხვედრა გველის." - განაცხადა როხომ manutd.com-თან საუბრისას.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.