უეინ რუნი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი უახლოეს თამაშებში თავის გამოჩენაა.
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს მხოლოდ 7 გოლით ჩამორჩება. თუმცა რუნის თქმით ის ამაზე არ ფიქრობს.
"ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ მიხდება."
"არა, ეს ნამდვილად არ არის ის, რაც გონებაში მაქვს."
"ადრეც მითქვამს, რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩემთვის საამაყოა, მაგრამ სან-მარინოსთან თამაში და მომდევნო მატჩები გაცილებით მნიშვნელოვანია გუნდური თვალსაზრისით."
"თუ კი გოლები დამეხმარება იმაში, რომ ეს რეკორდი დავამხო მოხარული და ამაყი ადამიანი ვიქნები. მაგრამ ამჟამად მხოლოდ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული." - განაცხადა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინგლისის ნაკრები სან-მარინოს ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა "სამ ლომთა" გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა, უეინ რუნიმ კი თავის ანგარიშზე პირველი ტაიმის მიწურულს 11 მეტრიანი დარტყმით ერთი გოლი მიითვალა.