"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ტაილერ ბლეკეტს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
20 წლის ფეხბურთელი ამჟამად მხოლოდ 2 ათას ფუნტს გამოიმუშავებს კვირაში.
მიმდინარე სეზონის განმავლობაში ბლეკეტს ანხელ დი მარიასა და უეინ რუნისთან ერთად მოუხდა თამაში, რომელთაც კვირაში 3-ჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ბლეკეტს მთელი წლის განმავლობაში.
მაგრამ ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტით დააჯილდოვებს, რომლის მიხედვითაც ტაილერის ხელფასი კვირაში 50 ათას ფუნტამდე გაიზრდება.