"მანჩესტერ იუნაიტედი" უეფა-ს მომდევნო მსხვერპლი გახდება, რომელმაც ფინანსური ფეირ-პლეის სფერო კლუბების სავალო ვალდებულებებზეც განავითარა.
როგორც ცნობილია, ფფპ-ს წესი ამჟამად მხოლოდ წლიურ ზარალს შეეხება, რაც კლუბებს შეზღუდული რესურსებითა და მფლობელებისგან დამატებითი გადაჭარბებული ინვესტირების თავიდან არიდების გზით არსებობას აიძულებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი ვალი 350 მლნ. ფუნტს შეადგენს, რის გამოც ევროპის საფეხბურთო ასოციაციის უპირველესი სამიზნე სწორედ "წითელი ეშმაკები" იქნებიან.
"ამჟამად ჩვენ ზარალზე ვართ კონცენტრირებულნი და ვალების გადახდა ზარალის ის სახეობაა, რომლის უფლებაც კლუბებს სეზონის ბოლომდე ეძლევათ. თუმცა ვალების საკითხი სწორედ ის არის, რაც დღის წესრიგში უნდა დადგეს." - განაცხადა უეფა-ს გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ.