ინტერნეტ-სივრცეში "იუნაიტედის" პატარა გულშემატკივრის საოცარი ვიდეო გავრცელდა. ლილის დედამ ლურჯი სასკოლო უნიფორმა უყიდა, თუმცა სამი წლის გოგონასთვის ეს არც ისე სასიხარულო აღმოჩნდა, ლურჯი ხომ მისი გუნდის მთავარი მეტოქეების ფერია! სიტი, ჩელსი, ევერტონი... ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ტირის პატარა "მანჩესტერელი" უნიფორმის გამო: "არ მინდა ლურჯი, მინდა ეს გავიხადო!" გოგონას დედა, 28 წლის ფეი ქამინსი ამბობს, რომ ის ლილის ამ რეაქციას ელოდა კიდეც. ის შვილს ამშვიდებდა, რომ "იუნაიტედსაც" აქვს ლურჯი ფორმა, მამამისსაც სწორედ ეს ფორმა ეცვა. "ვიცოდი, რომ ის ამ მაისურით ბედნიერი არ იქნებოდა. ლილის "იუნაიტედი" ძალიან უყვარს, ძალიან მოსწონს ყველაფერი, რაც ამ კლუბს უკავშირდება. უნიფორმა ერთი კვირის წინ ვიყიდეთ და მას შემდეგ სასურველ მომენტს ვარჩევდით, რომ გვეჩვენებინა. არ ვიცი როგორ უნდა წავიდეს პირველ დღეს სკოლაში, რადგან ის აზრს არ იცვლის." - ამბობს ლილის დედა.