"ევერტონთან" ჩატარებული საოცარი მატჩის შემდეგ დე ხეას იმედი აქვს, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშის შანსები მიეცემა. ესპანელები დღეს ღამით სლოვაკეთს უპირისპირდებიან, შაბათს კი ლუქსემბურგს. დე ხეას დებიუტი საფრანგეთის ნაკრებთან შედგა ბოლო სანაკრებო შესვენებისას, სადაც მისი ნაკრები დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, დევიდმა ლეგენდარული იკერ კასილასის შეცვლა ღირსეულად შეძლო.
"პრესაში ჩემს სეივებზე ბევრს საუბრობენ და სიმართლე გითხრათ, ეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო ჩემს კარიერაში. მინდა ასეთივე თამაში ნაკრებშიც ვაჩვენო. დიდი გამოცდილების მომცემია ეროვნულ ნაკრებში უმაღლესი დონის მეკარეებთან ერთად მუშაობა. ჩვენ ყველანი ერთმანეთის დახმარებას ვცდილობთ.
სადებიუტი მატჩის ჩატარებამდე კასილასი მესაუბრა. მან დამარწმუნა, რომ ამ შანსის სწორად გამოყენება შემეძლო. ახალგაზრდა კიპერებისთვის მნიშვნელოვანია ისეთ მეკარეებთან ერთად მუშაობა, როგორებიც იკერ კასილასი და ვიქტორ ვალდესი არიან.
რა თქმა უნდა ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა, მაგრამ ხალხი ჩვენს გუნდს ენდობა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოგვიწევს მომდევნო შეხვედრები მოვიგოთ, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ჩვენი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ." - დაასრულა დე ხეამ.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.