"ეს ჩემი მოტივაციის წყაროა. როცა ატარებ მაისურს, რომლის ნომერიც ეკუთვნოდათ დევიდ ბექჰემს, რონალდოს და სხვებს, უზომოდ მადლიერი და ამაყი ხარ. ის ფაქტი, რომ კლუბმა 7 ნომერი გამომიყო, თავდაჯერებულობას მმატებს. აი რატომ ვარ ძალიან ბედნიერი ამ ნომრის ფლობით."
დი მარია რონალდოს ყოფილი თანაგუნდელია, რომელმაც "იუნაიტედი" 2009 წელს დატოვა. ანხელი ადასტურებს, რომ "მანჩესტერში" გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში მას რონალდო დაეხმარა.
"კლუბში გადმოსვლამდე მან დამარწმუნა, რომ "იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, აქ ბედნიერი ვიქნებოდი და ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. მასთან საუბრისას ზუსტად არ ვიცოდი "წითლებს" თუ შევუერთდებოდი. ის ძალიან დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში."
დი მარიამ ხუთ ჩატარებულ მატჩში უკვე 3 გოლისა და 3 ასისტის გაკეთება მოახერხა.
"იუნაიტედში" სამხრეთ ამერიკელები არც ისე ხშირად ამართლებდნენ, მაგრამ ამჯერად ვან გაალის არჩევანმა გაამართლა. ვან გაალი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც "მანჩესტერი" ავირჩიე და მისით მადლობელი ვარ. მას ჩემი შენეძა სურდა და ეს ძალიან მახარებს. ვან გაალი ის ადამიანია, ვისაც ყოველთვის გამარჯვება სურს. მჯერა, რომ მას შეუძლია კლუბი მალევე დააბრუნოს ჩემპიონთა ლიგაზე.
ვარჯიშები აქ ბევრად განსხვავებულია, რადგან პრემიერ ლიგაში მეტი კონკურენციაა. აქ ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი კომპონენტია. ეს მე ძალიან მომწონს" - დაასრულა დი მარიამ.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.