თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2014, 10:26
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2871,
კომენტარები: 8
წლების შემდეგ გამხელილი საიდუმლო
როი კინის თქმით, ფერგიუსონს არ უნდოდა რომ ბექჰემს ჩაბარებოდა ლეგენდარული 7 ნომერი.
წლების შემდეგ გამხელილი საიდუმლო
ერიკ კანტონას "პენსიაში გასვლის" შემდეგ, დევიდ ბექჰემი იყო ის, ვისაც ლეგენდარული 7 ნომერი შეხვდა. ამით იგი თავად ფრანგი ლეგენდის, ბრაიან რობსონისა და ჯორჯ ბესტის გვერდით დადგა.

როი კინი საკუთარ წიგნში წერს, რომ არ სურდა დევიდ ბექჰემს ეს მაისური, ან თუნდაც კაპიტნის სამკლაური ჰქონოდა. ""იუნაიტედში" 7 ნომერი ლეგენდარული მაისურია." წერს კინი. "როდესაც კანტონამ დაგვტოვა, დებატები გაიმართა, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი კაპიტანი. მე არ მანაღვლებდა კაპიტნის სამკლაური, თუმცა 7 ნომერიც თავისუფალი იყო."

"კანტონამდე ეს ნომერი ბრაიან რობსონს ჰქონდა, რომელსაც ჯორჯ ბესტისგან ისასხოვრა ლეგენდარული შვიდიანი. ფერგიუსონმა მე თავის ოფისში დამიბარა და მთხოვა, რომ შვიდ ნომრიანი მაისური მე მეტარებინა. მე ვუთხარი - არა. მე ეს არ მაინტერესებს. მან კი მითხრა: "მე ვიცი, რომ ბექჰემს ამ ნომრის ტარება მოუნდება, მაგრამ მე არ მინდა ეს ასე მოხდეს."

დევიდ ბექჰემს 6 წლის მანძილზე ეცვა აღნიშნული მაისური, მანამ სანამ "რეალს" შუერთდებოდა და ახალგაზრდა კრიშტიანო ჩაიბარებდა საპასუხისმგებლო ნომერს.

როის წიგნში, სადაც უამრავი სასაუბრო თემა წამოიჭრა, თავად კინი წერს, რომ იგი ნანობს ბოდიშის მოხდას ფერგიუსონის მიმართ, რომელიც სატელევიზიო ინტერვიუში მოიხადა ოლდ ტრაფორდის დატოვების შემდეგ.

გასულ წელს, ფერგიუსონის წიგნში ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მკაცრად გააკრიტიკა მისი გუნდის ყოფილი კაპიტანი და ახლა, როგორც ჩანს, როი საპასუხო ნაბიჯებს დგამს. დიახ, მან განაცხადა, რომ ნანობს ბოდიშის მოხდას, რომელიც მის ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას ეხებოდა.

"ახლა ვფიქრობ, ნეტავ არ მომეხადა ბოდიში." წერს კინი. "საბოლოოდ მაინც არ ვიცი თუ რატომ მოვიქეცი ასე. მე უბრალოდ მინდოდა სწორად მოვქცეულიყავი."

სერ ალექსი აცხადებს, რომ როი კინმა საკუთარ ავტორიტეტს ზიანი მიაყენა საკუთარი თანაგუნდელების, რიო ფერდინანდის, დარენ ფლეტჩერის და ალან სმიტის გაკრიტიკების გამო. მაგრამ ირლანდიელი ჯიუტად აცხადებს, რომ მისი კრიტიკა დაუმსახურებელი არ ყოფილა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: DiMaria
9 ოქტომბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კინ, ძალიან მაგარი კაცი ხარ. love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 ოქტომბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სიამაყის მთა ხარ. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის და მითუმეტეს არა ზედმეტი.

7 ნომრიან მაისურს რაც შეეხება არ გამიკვირდება, რომ ესეც კინის თავმოყარეობის გამო გაკეთებულიყო. მას ალბათ სურდა სხვა მხრივ შესულიყო კლუბის ისტორიაში და არა "ბანალურად" 7 ნომრიანი მაისურით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
9 ოქტომბერი 2014 10:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სერ ალექსის სიდიადეში ეწვი არავის ეპარება, მაგრამ არასოდეს გიფიქრიათ რომ ლეგენდებიც ცდებიან ხანდახან ? გასაგებია რომ გუნდს დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ამ წარმატებას დიდი მსხვეპლიც მოჰყვა, ბექჰემიც და კინიც გუნდის ლიდერები იყვნენ და ფორმის პიკში მოისროლა ფერგიმ ორივე გუნდიდან. არ მჯერა მე იმის, რომ ფერგიმ ყველა გადადგმული ნაბიჯი სწორად გადადგა და არაფერს ნანობს. თუნდაც პოგბას წასვლა აიღეთ, ეხლა ეგ ბიჭი რომ გვყოლოდა ისევ ცენტრის პრობლემაც მოგვარებული იქნებოდა და არც დაცვაში გვეყოლებოდა ამდენი დამტვრეული ხალხი. პოგბა და ერერა კარგად დაიჭერდნენ ბურთს, დამიჯერეთ.

ძაან მიტყდება რომ ეს ასეა დღეს და გუნდის ლეგენდები ერთმანეთს აკრიტიკებენ...

ციტატა: RojoDiablo
7 ნომრიან მაისურს რაც შეეხება არ გამიკვირდება, რომ ესეც კინის თავმოყარეობის გამო გაკეთებულიყო. მას ალბათ სურდა სხვა მხრივ შესულიყო კლუბის ისტორიაში და არა "ბანალურად" 7 ნომრიანი მაისურით.

იუნაიტედის ისტორიაში 7 ნომერიანი მაისურით რო სახელს დაიმკვიდრებ, ეს ბანალურია ???
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ოქტომბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ზოგადად კინს ამ ბოლო დროს ახასიათებს რაღაც ბოღმიანი ფრაზების გამოთქმა, მაგრამ ეგ არაუშავს. რაც შეეხება ბექემის 7 ნომერს,ალბათ მაშინ ფეერგი ფიქრობდა რომ კინს უნდა ჩაეცვა 7 ნომერი, საბოლოოოდ ბექემმა მაინც ხო მოირგო 7 ნომერი, ასე რომ ამაში რაღაც განსაცვიფრებელს ვერ ვხედავ.
0
№5
ავტორი: nika1997
9 ოქტომბერი 2014 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
კინი რაგცაზე დააბოგმილიი ვაპშე ლუს ადგილ იხო არ უნდა?
0
№6
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კინისგან დიდი კრიტიკა მოდის როგორც გუნდის ასევე ფეხბურთელების მიმართ. ხან და ხან მაგრად ატრაკებს
0
№7
ავტორი: Macklemore
10 ოქტომბერი 2014 01:45
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძაან საინტერესო თემებია, რაც ჩვენ არვიცით.
0
№8
ავტორი: AkkRed
10 ოქტომბერი 2014 10:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კინის წიგნი მინდა love ინტრიგანი ხიპიშა როჟა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top