"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა "წითლების" ამჟამინდელი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი შეაქო.
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისმა თანამემამულემ, დევიდ მოიესმა ჩაიბარა. ფერგიუსონის მემკვიდრეს წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რის გამოც დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ მოიესი გააძევეს და მის ნაცვლად დროებით რაიან გიგზი დაინიშნა გუნდის თავკაცად.
ახალი სეზონის დაწყების შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოცდილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, ლუი ვან გაალმა ჩაიბარა, რომელმაც უკვე მოასწრო 150 მლნ. ფუნტის დახარჯვა.
"ლუი ვან გაალმა უამრავი ცვლილება განახორციელა და როცა ამაზე ფიქრობ, მიგაჩნია, რომ ის ყველაფერს სწორად აკეთებს, რადგან საკუთარ გუნდს აშენებს. ამისთვის კი მას შესაბამისი გამოცდილება და სამწვრთნელო უნარები გააჩნია. ვფიქრობ, მას საქმისადმი დიდებული მიდგომა აქვს." - აცხადებს სერ ალექსი.