თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2014, 09:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2254,
კომენტარები: 8
ფალკაო: "იუნაიტედმა" გარისკა"
კოლუმბიელი თავის ტრანსფერს დიდ რისკად მიიჩნევს.
ფალკაო:
რადამელ ფალკაო მიიჩნევს, რომ "იუნაიტედმა" გარისკა, როცა ახლად ტრავმამოშუშებული ფეხბურთელი შეიძინა.

კოლუმბიელმა ფორვარდმა ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა.

ფალკაოს მიაჩნია, რომ მისი ტრანსფერის დროს "იუნაიტედმა" დიდი რისკი გასწია, რადგან დანამდვილებით არავინ იცის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდება თუ არა კოლუმბიელი ჩვეულ ფორმას.

"მერჩივნა ამის შესახებ არ მესაუბრა. ეს უკვე წარსულია და მე მომავალში უნდა გავიხედო. მე მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვფიქრობ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ."

"უამრავი საუბრები და სპეკულაციები ისმოდა ჩემი მისამართით, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელმაც სერიოზული რისკი გასწია "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. ამას ძალიან ვაფასებ. მე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვიმყოფები."

"ჩემი მომავლის გეგმებსა და ფიქრებს რაც შეეხება, მინდა უახლოეს პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედში" დავრჩე."
- განაცხადა ფალკაომ.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ფალკაომ თავისი პირველი გოლი კვირას "ევერტონის" წინააღმდეგ გაიტანა.

მისი თქმით, ახალი ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის პრემიერ-ლიგასთან შეგუება, მაგრამ თავდაჯერებულობისა და უნარების ხარჯზე ყველაფერს გაუმკლავდება.

"ახალწვეულების მრავალრიცხოვნობა ადვილ ადაპტირებაში დამეხმარა. ზოგიერთი მათგანი მაშინ მოვიდა გუნდში, როცა პრემიერ-ლიგა დაწყებული იყო. მაგრამ ჩვენ ვპროგრესირებთ და უკეთ ვთამაშობთ."

"მე ჯერ კიდევ მჭირდება დრო იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო, თუმცა მოედანზე კომფორტულად და კარგად ვარ. ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან, ბურთთან და ფეხბურთთან."

"ის, რაც წლის დასაწყისში მოხდა ჩემზე დიდი გავლენის მქონე იყო, რაც ადამიანურ ზრდაში, ბევრ რამეზე დაფიქრებაში და დაფასებაში დამეხმარა."
- დაამატა რადამელმა.

წყარო: MEN
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ოქტომბერი 2014 10:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გამორიცხული მართლა არაა, რომ რამდენიმე გუნდს ამის ტრავმის გამო ეთქვა უარი. გამორიცხული კი არა ალბათ სწორედ ასეა. აბა ფალკაოზე ვინ იტყოდა უარს. უბრალოდ არ ირწმუნეს მისი, არ დაუჯერეს და არც იყიდეს შესაბამისად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
9 ოქტომბერი 2014 10:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ვაჟკაცი მალე გაიხსნება და ფშიუუ გოლეადორი იქნება love ისე გუნდში რამდენი გამტანი გყვავს wink
0
№3
ავტორი: DiMaria
9 ოქტომბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვამსო
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 ოქტომბერი 2014 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართალია გავრისკეთ , მაგრამ მჯერა ეს რისკი გამართლებულია.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გარისკვა უფრო მაშინ იქნება თუ გამოვისყიდით მაგრამ დრო აქვს ვან გაალს 1 წელი ამისთვის და ესეთი ფორვარდის შეძენა გარისკვა ნაღდად არაა
0
№6
ავტორი: nika1997
9 ოქტომბერი 2014 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
უნდა გაგვიმართლო იმედები იმედი ამქვს ეგრეც იქენბაა
0
№7
ავტორი: red devil
9 ოქტომბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ეს რო ათამაშდერ ისე როგორც ატლეტიკოში ან პორტუში თამაშობდა მერე უკვე ოოოო
0
№8
ავტორი: Macklemore
10 ოქტომბერი 2014 02:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ის ტრავმა აღარ შეახსენებს თავს და დაიბრუნებს ფორმას! ელ ტიგრე მაგარი კაცია!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top