თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2014, 09:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2384,
კომენტარები: 6
მატას პრობლემის გადაწყვეტა
მატას პოზიციური თამაში და პრობლემის გადაწყვეტა.
მატას პრობლემის გადაწყვეტა
ბოლო პერიოდში პრესაში ხშირად იწერება, რომ ლუი ვან გაალი ხუან მატას თამაშით უკმაყოფილოა და ესპანელის გაშვებას აპირებს. ვან გაალის უკმაყოფილების სავაურდო მიზეზი გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში განვიხილეთ. სტატიის მოკლე შინაარსი გულისხმობდა, რომ მატა ფიზიკური მონაცემების გამო ბურთის შენარჩუნებასა და შეტევის გაგრძელებას ვერ ახერხებდა, რასაც მუდმივად ერთვოდა თავისუფალი ზონის ძიების სურვილი, რის გამოც ნომინალურად გამწესებული "ათიანის" პოზიცია თავისუფალი რჩებოდა.

როცა ჟოზე მოურინიომ მატა "იუნაიტედს" მიჰყიდა, იმხანად გამოვიდა სებასტიან შაპიუსა და ჯეიმი ადამსის სტატიები, რომლებიც თავისი ანალიზის საფუძველზე ცდილობდნენ აეხსნათ, თუ რატომ გაყიდა მოურინიომ ორი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

ქვემოთ მოცემულია მასალების ნაწილი:

სებასტიან შაპიუს სტატია: "განსაკუთრებული ხუანი (სიტყვათა თამაში: მოურინიოს ზედმეტსახელი Special One – Special Juan) ვერასდროს შევა "ძველი ფლეიმეიკერების" კატეგორიაში, რადგანაც მუდამ ცდილობს პასით ფორვარდი მოძებნოს. მოძებნოს ისე, რომ მოწინააღმდეგის თითოეული ზონა ერთი პასით გაჭრას. მიუხედავად ამისა, პერსონალური მეურვეობის შემთხვევაში მატა რეგულარულად ცდებოდა და პრობლემებს ქმნიდა - ბურთს ხშირად აბრუნებდა საკუთარი კარისკენ, რაც მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამან გაზარდა გადაადგილებები, რომელთა მიზანი პირადი მეურვისგან გათავისუფლება იყო. დროის მონაკვეთი, რომელიც კარისკენ ზურგით დგომისას პროცესში ბურთზე პირველ შეხებას სჭირდება, მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს თავის პოზიციებს დაუბრუნდეს ან მატა დაფაროს. პარადოქსია, რომ ხანდახან ესეც კი ვერ უშლიდა ხელს მატას თანაგუნდელის მოძებნაში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შეზღუდული სივრცე ჰქონდა."

სებასტიან შაპიუ - ფრანგია და ეს სტატია ფრანგულ ენაზე იქნა დაწერილი. ჯეიმი ადამმა ზემომოყვანილი ციტატა თავისი ენით გადმოსცა, რათა უფრო გასაგები ყოფილიყო:

"მოკლედ რომ ვთქვათ, სებასტიანის ციტატაში ნათქვამია: "მატას სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ მას პირადი მეურვეობის დროს უჭირს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი სივრცე იპოვოს, რათა ზეწოლას გაექცეს. ამ სივრცეში გადასვლისთვის ბურთთან აუცილებელი შეხებები მოწინააღმდეგეს საშუალებას აძლევს საჭირო პოზიცია დაიჭიროს." მიუხედავად ამისა, ესპანელის სისუსტე სიძლიერეც არის. მატას აქვს თავისუფალი ზონების გამოყენების დიდებული პოტენციალი. პირველ რიგში - თამაშის წაკითხვის უნარის წყალობით. მეორე რიგში - აჩქარებებისა და გადაადგილებების დროსთან შესაბამისობით. მეორე ალბათ ფიზიკური შეზღუდულობისგან თავის დაღწევის სურვილია, რაც სისუსტეს სიძლიერედ აქცევს."

"გარდა ამისა, გუნდის საბაზო განლაგებაში მატას მაღლა დგომა უყვარს, რაც მას მაქსიმალურ შესაძლებლობებს ანიჭებს."

ჩვენ მიერ ნათქვამი მოიესის ხელმძღვანელობის დროს მხოლოდ ჰიპოთეზა იყო, რადგან შოტლანდიელი მატას ძირითადად ფლანგზე იყენებდა. ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარებული 4 მატჩი კი, რომელიც მატამ მისთვის საყვარელ "ათიანის" პოზიციაზე ითამაშა ზემოაღნიშნულს ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს ხდის.

***


სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ "ჩელსის" შემადგენლობაში მისი გოლებისა და საგოლე პასების მაჩვენებელი საოცარი იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისუსტე მდგომარეობს ფიზიკური ძალის არ ქონასა და შეზღუდულ სივრცეში ბურთით სწრაფად მობრუნებაში.

გამოდის, მატა საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს მაშინ, როცა გადაადგილებისას აწვდიან პასს, რადგან ამ დროს მეტოქის მცველი მის უკან იმყოფება. ეს პრობლემისადმი მაღალინტელექტუალურ მიდგომაზე მიუთითებს.

მაგალითი 1

ამ შემთხვევაში ფლანგზე გახსნის შანსი არსებობს. მატა კი მცველის ზურგს უკან დგომას ამჯობინებს, სადაც მცველი მას ვერ ამჩნევს და მატას ფიზიკურ ორთაბრძოლაში შესვლა არ უწევს.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


მაგალითი 2

ნაცვლად იმისა, რომ მარჯვნივ გადაადგილდეს და შეტევას ფლანგიდან დაუჭიროს მხარი...

მატას პრობლემის გადაწყვეტა


... მატა მცველის ზურგს უკან გარბის და საკუთარ ვარიანტს მეკარესთან პირისპირ გასვლით სთავაზობს.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


მაგალითი 3

მცველის ზურგს უკან გარბენი.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


მატას პრობლემის გადაწყვეტა


მაგალითი 4

ჭკვიანური განლაგება პოზიციაზე, სადაც მცველი მას ვერ ხედავს.

დააკვირდით, როგორ თამაშობს მატა მოწინააღმდეგის ზურგს უკან.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


"ქპრ"-ს ერთი მცველის ზურგს უკან ჩარბენის შემდეგ, დგება პოზიციაზე, რომელშიც მეორე მცველისთვის უხილავი ხდება.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


თავისუფალი სივრცის შერჩევის შედეგად მატა ბურთს იღებს და ურტყამს. სამწუხაროდ არაზუსტად.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


დასკვნა

მატას მაქსიმალურად წარმატებული თამაშის პირობა:

უპირველეს ყოვლისა, მივცეთ მას მოწინააღმდეგის კართან ახლოს დგომის საშუალება, სადაც უფრო მეტ თავისუფალ ზონას იპოვის შეტევაში. ეს ხუანს საშუალებას მისცემს თავისი ჭკვიანური გახსნა გამოიყენოს მეტოქის ზურგს უკან.

მეორე რიგში, მატასთვის საუკეთესო ვარიანტია ერთი თავდამსხმელით თამაში, რაც მას გახსნის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი ფორვარდით თამაშისას თავდასხმა გადატვირთული ხდება და აღარ რჩება თავისუფალი სივრცე, რომელსაც მატა გამოიყენებდა. ამ მიზეზით, იგი საუკეთესო იყო, როცა "ჩელსი" 4-4-1-1 სქემით თამაშობდა.

შემოგთავაზებთ ასეთ ვარიანტსაც - ვან გაალის სისტემაში მატასთვის საუკეთესო პოზიცია ერთ-ერთი თავდამსხმელის როლი იქნებოდა. მას შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც რობენი თამაშობს. მართალია ისეთივე სისწრაფეს არ ფლობს, მაგრამ ამის კომპენსირებას პოზიციის ჭკვიანურად შერჩევის უნარით მოახდენს. ან სქემა უნდა შეიცვალოს 4-3-3-ით, სადაც მატა თავდამსხმელების უკან ითამაშებს.

ჯერ-ჯერობით კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუნი საუკეთესო ვარიანტია "ათიანის" პოზიციაზე, რადგანაც ის მშვენივრად ავსებს ზონას, რომელშიც უნდა იმყოფებოდეს. ეს კი "იუნაიტედის" ფეხბურთს უფრო მრავალვარიანტულს ხდის.

მატას პრობლემის გადაწყვეტა


მატას პრობლემის გადაწყვეტა


მატას პრობლემის გადაწყვეტა


მატას პრობლემის გადაწყვეტა


მატას პრობლემის გადაწყვეტა


“He has to score… this man as to score… so our second striker scores 20 goals… this man has to score… Litmanen always twenty, twenty five goals, Bergkamp twenty, twenty five… not in (striker position)… he is a playing as a ten “


http://livelifeunited.com/
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ოქტომბერი 2014 09:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
gilmour
აჰა ტკბილი.

გუშინ კინაღამ ჩაყალაპეს იმ სტატიის ავტორი, რატომ მხოლოდ უარყოფითზე გაამახვილე ყურადღებაო wink გაიგო და აჰა დადებითიც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
9 ოქტომბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უარყოფითი უფრო მეტი იყო ვიდრე დადებითი მარა მაინც კაი იგროკია love
0
№3
ავტორი: DiMaria
9 ოქტომბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წავიკითხე ის გუშინდელი სტატიაც და იმდენ საწინააღმდეგო არგუმენტს თითქმის ვერ აბატილებს ეს სტატია. მატა გუნდში რომ დასატოვებელია და ამის ადგილი სადღაც არ არის ეს იასნია და ნუ ვიდავებთ
0
№4
ავტორი: Lev
9 ოქტომბერი 2014 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
მატას გაშვებაზე არც არავინ ფიქრობს. უბრალოდ აქვს ამ კაცს მინუსები და პლუსები და უნდა სწორად გამოვიყენოთ)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ოქტომბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის არ ყოფნაში მართლა აჯობებდა 1 ფორვარდით გვეთამაშა მაგრამ არ იზამს ლუი ამას. მატა ძაან მაგარია და დიდ სარგებელსაც მოუტანს გუნდს 10 ნომერზე თამაშისას მითუმეტეს მაშინ როცა უკან დი მარია და ერერა ჰყავს. შეთამაშება სჭირდება გუნდს და მატასაც ჯერ კიდევ რადგფან ვერ იპოვა თავისი ადგილი გუნდში. ესეთი ფეხბურთელის დაკარგვა დიდი სიულელე იქნება ჩემია ზრით და არამგონია ვინმე ამის გაყიდვაზე ფიქრობდეს ან რამე
0
№6
ავტორი: Macklemore
10 ოქტომბერი 2014 02:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მატა ძალიან საჭირო ფიგურაა. მირჩევნია ეგ იყოს სასტარტოში და პერსი ან ფალკაო ამოვარდნენ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top