თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 18:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 11
ერერამ ოცნება აიხდინა
ანდერმა "იუნაიტედში" გადასვლით ოცნება აიხდინა.
ერერამ ოცნება აიხდინა
ანდერ ერერა აცხადება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში.

ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად ნეკნის დაზიანების გამო თამაშს ვერ ახერხებს "იუნაიტედში" დაწყებული კარიერის საწყისი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო.

"იუნაიტედისადმი" მუდმივად სიმპათიებით ვიყავი განწყობილი. ვაცნობიერებდი, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს - ეს ფანტასტიურად მიმაჩნდა. აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ დიდი შრომის გაწევა მომიწევს იმისთვის, რომ კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე."

"მოვლენებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ახლა უკეთ გავაცნობიერე კლუბის სიდიადე. ამერიკის ტურნეზე უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენ მხარდასაჭერად და ახლა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ვთამაშობთ და ვხედავ რამდენი ადამიანი დადის ჩვენ საქომაგოდ, უფრო მეტად მესმის კლუბის დიდებულების."

"ფეხბურთელი დნმ მამაჩემისგან გადმომეცა. მისი უამრავი ვიდეო მინახავს - ის ჩემგან განსხვავდება. სიმართლე გითხრათ ის ჩემ საქმეს არ აკეთებდა. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, ასე რომ, სხვა უნარები ჰქონდა. ძალიან ამაყი ვარ, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში მან 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა."

"კარიერის დასრულების შემდეგ "რეალ სარაგოსაში" სკაუტად მუშაობდა. მასთან ერთად ბევრჯერ მიყურებია ფეხბურთისთვის და როცა გავიზარდე მსოლფიო საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ ვსაუბრობდით. ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ფეხბურთი მიყვარს."
- განაცხადა ანდერ ერერამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 18:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემი ბიჭი love დიდ იმედებს ვამყარებ ამ ბიჭზე და ნუ გამიცრუვებ ანდერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
8 ოქტომბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
კარგი ბიჭია ძააან ვაფასებ მაგრად შრომის მოყვარე და შეუპოვარი არავის და არაფერს არ უშინდება ვაფშე ))) მჯერა რო მატიჩს მოაჭამს თავს და ისე გაუშვებს სახლში love
0
№3
ავტორი: Count Alucard
8 ოქტომბერი 2014 20:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მალე გამოჯანმრთელდეს, გვაკლია ნახევარდაცვაში.
0
№4
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 20:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა ესპანეთის ნაკრებში როდის გამოიძახებენ. ინიესტას მაგრად შეუწყვილდებოდა. ძაან მევასება ეს ბიჭი ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Manchester_M
8 ოქტომბერი 2014 21:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან მაგარი ბიჭია ბოლომდე მებრძოლი და ბევრი პლიუსი აქ კაია რომ ჩვენთან არის :)
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველას შეგვაყვარა თავი ერერამ და მჯერა რო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება მანჩესტერისთვის love
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 23:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოვლენებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ახლა უკეთ გავაცნობიერე კლუბის სიდიადე


ჯერ სად ხარ
0
№8
ავტორი: AkkRed
9 ოქტომბერი 2014 10:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ანდერ derphappycry აუუ ნეტა პოლის შეცვლა შეგეძლოს love
0
№9
ავტორი: red devil
9 ოქტომბერი 2014 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს მაგრად შემიყვარდა ნეტა ჩელსისთან ყოფილიყო :(
0
№10
ავტორი: vano17
9 ოქტომბერი 2014 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ვიცით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top