თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 18:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1728,
კომენტარები: 7
როხო: "თანაგუნდელებს შევეგუე"
მარკოს როხო მცველების მონაცვლეობას შეგუებულია.
როხო:
მარკოს როხო დაცვის ხაზში სხვადასხვა მცველებთან ერთად თამაშით მოხარულია.

"წითლების" რიგებში თამაშის პერიოდში როხოს ჯონი ევანსის, პედი მაკნეირის, კრის სმოლინგის, ტაილერ ბლეკეტის, რაფაელისა და ლუკ შოუს გვერდით მოუხდა თამაში.

მსგავსმა ცვლილებების გამო ზოგიერთი ფეხბურთელი შესაძლოა უკმაყოფილო იყოს, მაგრამ როხო აცხადებს, რომ თითოეულ ფეხბურთელთან ერთად სიხარულით თამაშობს. დაცვის ცენტრში უკანასკნელი პარტნიორი 19 წლის პედი მაკნეირი იყო, რომელმაც როხოსთან ერთად "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ ითამაშა.

"ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის ყოლა კარგი არასოდეს არის, მაგრამ ეს დიდი კლუბია და მას კარგი ფეხბურთელები ჰყავს."

"მოხარული ვარ სხვადასხვა ბიჭებთან ერთად თამაშის გამო, რადგან მათთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე პედისთან ერთად ვითამაშე, რომელიც ნათელი მომავლის მქონე ფეხბურთელია. ტაილერმაც მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, მაგრამ მე უბრალოდ მოედანზე ყოფნა მიყვარს და ნამდვილად არ მანაღვლებს ვისთან ერთად ვთამაშობ."

"ეს ევროპის და ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. ყოველთვის მიყვარდა პრემიერ-ლიგის ყურება და აქ თამაშიც მუდამ მსურდა."

"ფეხბურთი არის პირდაპირი, სწრაფი და ფიზიკურად დატვირთვადი, რაც გულშემატკივარს ჩემპიონატის სიყვარულს აიძულებს. აქ თამაში ძალიან მომწონს - გამოწვევების არ მეშინია."


როხომ ვან გაალის შესახებაც გააკეთა კომეტარი:

"ის ბრწყინვალეა. ყოველთვის მაძლევს რჩევებს თუ როგორ გავაუმჯობესო ჩემი თამაში და ჩემი მოძრაობა."

"ის არის მწვრთნელი, რომელსაც მუდამ გამარჯვება სურს და სწორედ ამას გვასწავლის ჩვენც."


manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ევროპის და ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.


თუ ევროპაში ჩემპიონატი საუკეთესოა ის თავისთავად გამოდის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი. არა მგონია რომელიმე სხვა ჩემპიონატი თუნდაც მიუახლოვდეს დიდი ჩემპიონატების ხუთეულს.

შენ კი როხო მგონი ცენტრში უკეთესი ხარ ვიდრე ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
8 ოქტომბერი 2014 19:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Robin van Persie is the latest injury concern for Manchester United.
Voetbal International say that Van Persie didn't take part in the training session after the Dutch squad had warmed up. Instead he returned inside the training facility complex.
There is no claim on any specific injury to either Van Persie.
Holland face Kazakhstan on Friday and then Iceland three days later. Should there be a problem with Van Persie then Van Gaal will hope his replacement as Dutch coach Guus Hiddink will keep the striker out.
However, there's still the worry hanging over the long term fitness of Van Persie.
ღმერთოოოოოო რა დავაშავეთ ესეთი რააააა ხო შეიძლება რო ერთი თვე მაინც ჩავატაროთ ტრამვების გარეშე ((((( derpwhy

RojoDiablo,
შენ კი როხო მგონი ცენტრში უკეთესი ხარ ვიდრე ფლანგზე

არ არის ეს ფლანგის მცველი და შეჭამეს სპარტაკშიც მარცხნივ ათამაშებდნენ და საზიზღარი სეზონი ქონდა არგენტინას უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ ქონდა და მაგიტო იდგა მსოფლიოზე მარცხნივ თორე ნომინალური ცენტრალური მცველია და კარგადაც გამოიყურება ჯერ-ჯერობით )))
0
№3
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჯერ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც აშავებს რამეს რაც მთავარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი როხო ცენტრში უფრო კარგია მგონი, ვიდრე ფლანგზე ასე რომ იმედია სტაბილურ მცველად ჩამოყალიბდება.
0
№5
ავტორი: Count Alucard
8 ოქტომბერი 2014 22:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
როხო ცენტრშI და ფლანგზე შოუ კარგი ვარიანტია როხოსთან შეაწყვილებს ხოლმე ხან ვის ხან ვის და იდეალურ დაცვას გამონახავს როგორმე.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 22:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფლანგზე გვყავს ისედაც ხალხი. ცენტრისთვის ვიყიდეტ და იქ უნდა იდგეს ეს კაცი. არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას რაღაც დიდად მარა იმედი მაქვს ჯონსთან ერთად კარგ დუეტს შექმნის
0
№7
ავტორი: red devil
9 ოქტომბერი 2014 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჯონსი როხოს დუეტი მაგარი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top