თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 10:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1900,
კომენტარები: 9
ბლინდს ლიდერობა სურს
დეილი ბლინდი მამის კვალდაკვალ.
ბლინდს ლიდერობა სურს
დეილი ბლინდმა განაცხადა, რომ ის მოხარული იქნებოდა თუ კი მამის მსგავსად ლუი ვან გაალის გუნდის ლიდერი გახდებოდა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უფროს ბლინდს საუკეთესო ლიდერი უწოდა, რომელიც კი ოდესმე გაუწვრთნია და ისიც განაცხადა, რომ დეილი ბლინდს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს მამის დონემდე მისაღწევად.

დენი ბლინდი "აიაქსის" დაცვის ხაზის განუყოფელი ნაწილი იყო და კლუბსა და ნაკრებს თავისი კარიერის დიდი ხნის განმავლობაში კაპიტნობდა.

"მწვრთნელის კომენტარი წავიკითხე. იმედი მაქვს მამას მცირედით მაინც დავემსგავსები. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და გაუმჯობესება შემიძლია."

"ეს ჩემთვის ახალი ეპოქაა და მე მოვედი იქ, სადაც ასევე ახალი ეპოქაა. მაგრამ ვიცი, რომ მე ლიდერობა შემიძლია. აუცილებლად უნდა ვისწავლო და გავაგრძელო წინსვლა. მე ჯერ კიდევ ყოველდღიურად ვსწავლობ."
- განაცხადა დეილი ბლინდმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" 17 ნომერი ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად უქმეებზე ევრო-2016-ის შესარჩევ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. დეილის მამა, დენი ბლინდი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ასისტენტია.

"კვირას მამა ტელევიზორით ადევნებდა თვალს ჩემს თამაშს. მაგრამ მასთან ურთიერთობა თამაშამდე და მას შემდეგაც მაქვს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 ოქტომბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა ძალიან მაგარია. თავიდან რა თქმა უნდა გაუჭირდება, მითუმეტეს მარტო დგას ცენტრში, მაგრამ მერე გამოსწორდება მდგომარეობაც და ბლინდიც კომფორტულად იგრძნობს თავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: dachi_mu
8 ოქტომბერი 2014 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
xo ra ager mishaze kai maswavlebels sad naxavs.. Da iswavlos DMF-ad tamashi xoshianad
0
№3
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ისე რუნის შემდეგ კარგი კაპიტანი იქნებოდა ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: AkkRed
8 ოქტომბერი 2014 10:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუუ რა შენ ტო მე რუნის მერე რაფაელი მინდა კაპიტანი love
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მანჩესეტრში ლიდერობა ესე ადვილი არააა ბრატ fellow wink
0
№6
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 13:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბება როგორ არ სეუძლია როცა მის პოზიციაზე არაა ფაქტიურად კონკურენცია. მხოლოდ ამის იმედად ვართ. კარგადაც ართმევს თავს მოვალეობას, არის შეცდომები მაგრამ პრემიერ ლიგაშიც დებიუტანტია და ამ პოზიციაზეც არ თამაშობდა აქამდე ხშირად.. ჯერ წინ აქვს ყველაფერი და ვნახოთ
0
№7
ავტორი: luka_brat
8 ოქტომბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მაგრად მევასება ბლინდიი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ #TheRedDevils'
№8
ავტორი: Wardell
8 ოქტომბერი 2014 18:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძაან კაი ბიჭია კარგად იჭერს ცენტრს მაგრამ გამოცდის ჩაბარება ეხლა მოუწევს სიტისთან და ჩელსისთან და იმედია დადებით შეფასებას მიიღებს ოდნავ რო სწრაფი გახდეს ძაან მაგარი იქნება
0
№9
ავტორი: Manchester_M
8 ოქტომბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამბიციები მომწონს :D მაგრამ ჯერ მაგ დონის ვერ ხარ ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top