თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2014, 23:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2155,
კომენტარები: 10
ვან გაალი უკმაყოფილებას გამოხატავს
ლუი ვან გაალი არგენტინის ნაკრების გრაფიკით უკმაყოფილოა.
ვან გაალი უკმაყოფილებას გამოხატავს
ლუი ვან გაალმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მარკოს როხო და ანხელ დი მარია არგენტინის ნაკრებში დიდ ხანს დაჰყოფენ.

უახლოეს შაბათს არგენტინის ნაკრები პეკინში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ჰონკონგის ნაკრების წინააღმდეგ საჩვენებელ შეხვედრას გამართავს. შედეგად, "იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი კარინგტონს "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე დაუბრუნდება - როხოსა და დი მარიას 10 ათას მილიანი ფრენის გადატანა მოუწევთ, რაც ვან გაალის უკმაყოფილებას იწვევს:

"ჯერ კიდევ "ევერტონთან" შეხვედრამდე ვთქვი, რომ ჩვენი საქმე უკეთ უნდა ვაკეთოთ და სრულყოფილებას მივაღწიოთ. სწორედ ამისთვის გვჭირდება ვარჯიში, მაგრამ თითოეული ჩემი ფეხბურთელი მიემგზავრება. რჩებიან მხოლოდ დაშავებულები, რომლებიც ვერ ივარჯიშებენ. ასე რომ, მოცდა მომიწევს."

"ანხელ დი მარია და როხო ორ თამაშს ჩაატარებენ და ჰონკონგიდან დაბრუნდებიან. ისინი ჯეტლაგით იმგზავრებენ, რის გამოც მათ ვარჯიშზე უცებ გაშვებას ვერ შევძლებ. "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩამდე მათ მხოლოდ ორი-სამი დღე ექნებათ."

"ვიცი, რომ ეს ჩემი პრობლემაა და ჩვენ საფეხბურთო სამყაროში ვცხოვრობთ. მეც ვყოფილვარ ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც გგონიათ."
- აცხადებს ვან გაალი.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ოქტომბერი 2014 23:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა ჯანდაბა უნდათ ჩინეთში. მეტი ადგილი ვერ ნახეს? ხანდახან როგორ ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
8 ოქტომბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ფრენა ძალიან ღლის ადამიანს და მით უმეტეს ცუდად მოქმედებს სპორტსმენზე, ამიტომ სწორს ამბობს ვესტ ბრომვიჩთან ადვილი მატჩი არ იქნება და მგონი ჯობია ვინც ნაკრებში არ არის იმათ მისცეს სასტარტოში შანსი რომ დასვენებულებმა ირბინონ და დაღლილი ხალხი მეორეში შემოიყვანოს.
0
№3
ავტორი: VaRdo
8 ოქტომბერი 2014 00:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ აუ იმენა მეძიზღება ეს სანაკრებო პაუზა რა. ფუუ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: chudikone
8 ოქტომბერი 2014 04:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეორე ფერგი გაიჩითა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: AkkRed
8 ოქტომბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
1-2 წელში ესეც არ გაუშვებს ნაკრებში ხალხს wink
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 ოქტომბერი 2014 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
მეც ეგ უნდა დამეწერა ზუსტად wink
0
№7
ავტორი: red devil
8 ოქტომბერი 2014 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ცუდია არადა ახლა დიმარიას დასვენება ჭირდებოდა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 ოქტომბერი 2014 13:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე დი მარია რო დაესვენებინა დ აიანუზაი დაეყენებინა არ იქნებოდა ცუდი. ჩელსისთან გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩია ვიდრე ვესტ ბრომვიჩთან. ქულების დაკარგვა არ შეიძლება აქაც მარა მაინც
0
№9
ავტორი: Esi
8 ოქტომბერი 2014 14:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ვესტ ბრომვიჩს დი მარიას გარეშეც მოვუგებთ, არაა საჭირო ძლიერი ფეხბურთელების გამოყვანა. მეორე ტაიმში გამოიყვანოს რამდენიმე და ეგაა
0
№10
ავტორი: Wardell
8 ოქტომბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Esi,
ვესტ ბრომს ეგრე ნუ უყურებ ტოტენჰემი გადირკეს წინაზე ;) მარა დი მარიას და ვან პერსის დასვენებას მეც მივესალმები მითუმეტეს რო მერე 2 სასწაული თამაში გველოდება ))) იანუზაი და ვილსონი მინდა ძირითადში კერიკიც იქნება უკვე ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top