თბილისი:
მანჩესტერი:
7-10-2014, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1560,
კომენტარები: 7
დე ხეა საკუთარი თამაშის შესახებ
დავიდ დე ხეა საკუთარი ფორმის შესახებ საუბრობს.
დე ხეა საკუთარი თამაშის შესახებ
დავიდ დე ხეას მიაჩნია, რომ ის თავისი კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს და "მანჩესერ იუნაიტედში" სამი წლის წინ მოსვლის შემდეგ ძლიერ განვითარდა.

ესპანელმა "ევერტონთან" მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რამეთუ ბეინსის, ოვიედოსა და ოსმანის დარტყმების შედეგად "იუნაიტედი" გარდაუვალი გოლისგან იხსნა.

23 წლის კიპერი საბოლოოდ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მისი საბოლოო ეტაპი არ არის და წინ უფრო დიდი გზა აქვს.

"ვფიქრობ ჩემ კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებ. აქ სამი წლის განმავლობაში ვიმყოფები და თავიდან ძალიან გამიჭირდა. ახლა კი ყველაფრისთვის მზად ვარ."

2011 წელს "ატლეტიკო მადრიდიდან" დე ხეა თითქმის ორჯერ უფროსი მეკარის, ედვინ ვან დერ საარის შემცვლელად "იუნაიტედში" გადავიდა. 20 წლის მეკარე უამრავ შეცდომას უშვებდა თავიდან, რის გამოც მისი მისამართით უამრავი მაკრიტიკებელი სიტყვა ისმოდა.

"საწყისი ეტაპის გამოცდილება დამეხმარა ისეთ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, როგორიც ახლა ვარ. როცა ცუდ პერიოდში ხარ, უნდა გაუმჯობესდე. უნდა გაძლიერდე, რათა ამ ყველაფერს თავი გაართვა და მჯერა, რომ მე გავძლიერდი. ახლა გაცილებით უკეთესი მეკარე ვარ."

"ადრეული პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული გამოდგა. თუმცა, ეს ნორმალურია, როცა ცუდად თამაშობ ისეთ დიდ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან კრიტიკა გარკვეულწილად გეხმარება კიდეც. მეკარეობა რთული საქმეა და შეცდომებს აუცილებლად უშვებ. ეს ნორმალურია. მაგრამ გონებრივად უნდა გაძლიერდე და უნდა ფიქრობდე, რომ ყველაფრის გაუმჯობესება შეიძლება."

"ევერტონთან" დე ხეას თამაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსვლად იქნა მიჩნეული:

"მსგავსი თამაშები შენი თავდაჯერებულობის ზრდას ეხმარება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი კარიერის პერიოდში. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ."

"მატჩის შემდგომ ტიმ ჰოვარდი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ფანტასტიურად ვითამაშე. თამაში მე არ მომიგია. ეს გუნდმა გააკეთა. ჩვენ გავიტანეთ და შესანიშნავად დავიცავით თავი. ეს კი გუნდის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
7 ოქტომბერი 2014 20:18
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იდეალური იყავი love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 ოქტომბერი 2014 20:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორ არ მიყვარს თავამდაბალი ტიპები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
7 ოქტომბერი 2014 21:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლაც რომ ერთ ერთი საუკეთესო იყო თუ საუკეთესო არა. ძაან მაგარი ბურთები აიღო და ამ სეზონში თუ მოუკლო ერთ თამაშში აანაზღაურა

ბრავო მართლა
0
№4
ავტორი: VaRdo
7 ოქტომბერი 2014 22:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგია ეს თამაში უფრო დიდ სტიმულს მსიცემს თორე ბოლოს რაღაც აჭრილი იდგა კარებში. იმედია გააგრძელებს კიდევ პროგრესს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: AkkRed
8 ოქტომბერი 2014 09:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გასული წელი უნდა გააუმჯობესო love
0
№6
ავტორი: red devil
8 ოქტომბერი 2014 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წელს რაღაც აჭრილი თამაშობდა და ახლა გამოასწორა 1 თამაშში იმედია ეგრე გააგრძელებს
0
№7
ავტორი: PaLoMo
9 ოქტომბერი 2014 02:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Sagol 10000% golebs gadagvarchine.madloba shen amistvis

Am tamashs rom vuyurebdi bolo 3-4wuti civi ofli masxamda:$:$:S
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top